• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

დეკემბერი 25, 2024

ხობში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი, კვარტეტი „ხობი“, სამუსიკო სკოლის გუნდი, ქორეოგრაფიული,სამეჯლისო ცეკვის და საესტრადო სიმღერების ჯგუფები წარდგნენ. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ. საღამო დიჯეი OTO-ს კონცერტით გაგრძელდა.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 27 დეკემბერს, ცენტრალურ პარკში - "ახალი წლის დღეები ხობში", ხოლო 28 დეკემბერს - „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტი გაიმართება.
დეკემბერი 25, 2024

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2024 წლის 27 დეკემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების“ შესახებ, დადგენილების პროექტის განხილვა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2025 - 2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის“ მოწონების თაობაზე;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლევან ქავთარაძე - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
7. „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
8. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი);
9. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი);
10. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
11. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შეოლინა. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი);
12. „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
13. „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N42 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
14. „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 დეკემბრის N43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ.
(მომხსენებელი: დავით ბუკია- ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი).
დეკემბერი 25, 2024

პროექტი "ჩემი სამეგრელო"

ქ. ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების ჩართულობით განხორციელდა პროექტი "ჩემი სამეგრელო". მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსზე წარმოადგინეს პრეზენტაციები და სიუჟეტები სამეგრელოზე. ჟიურის მიერ გამოვლინდა ორი გამარჯვებული: სსიპ. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა საუკეთესო სიუჟეტისთვის და სსიპ. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლა საუკეთესო პრეზენტაციისთვის. დღეს გაიმართა გამარჯვებული გუნდების პრეზენტაცია. გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ სიგელი და სპეციალური პრიზი. გუნდები დააჯილდოვეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ.

დეკემბერი 17, 2024

საკრებულოს სხდომა

17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღისწესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც 76,6 ათასი ლარით მცირდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები, კერძოდ: პრიორიტეტის ,,კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ ასიგნება და გამოთავისუფლებული 76,6 ათასი ლარი მიიმართება პრიორიტეტის ,,განათლება“ ასიგნებებზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.
დეკემბერი 17, 2024

ბიუროს სხდომა

17 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2024 წლის 16 დეკემბრის N50-502435153 წერილის განხილვა („ხობისმუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
დეკემბერი 17, 2024

გილოცავთ ბარბარობას!

დეკემბერი 16, 2024

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2024 წლის 17 დეკემბერს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლისადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).
დეკემბერი 11, 2024

2025 წლის მუნიციპალური პროგრამების პროექტების პრეზენტაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ 2025 წლის მუნიციპალური პროგრამების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზედამსწრე პირებს მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ პროგრამების რეგულირების სფეროზე, მიზნებზე, მოსარგებლე პირთა წრეზე, დაფინანსების მოცულობაზე, ბიუჯეტზე და დაფინანსების წყაროზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ბიუჯეტი 813 240 ლარს, ხოლო „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის ბიუჯეტი 53640 ლარს შეადგენს.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევა იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა. ხოლო მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა.
პრეზენტაციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, საგანმანათლებლო სფეროს, ჯანდაცვის სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნოემბერი 28, 2024

საკრებულოს მორიგი სხდომა

28 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილებისპროექტი, „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადიდდა შემოსულობები 1262,8 ათასი ლარით და განისაზღვრა - 28595,0 ათასი ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 34336,4 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2025-2026 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულში ესტატე შუშანიას, ცოტნე დადიანის და გალაქტიონ ტაბიძის ქუჩების და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ნინოს ქუჩის გზების რეაბილიტაცია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად.
ნოემბერი 27, 2024

საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები და მედლები გადასცეს

ხობის კულტურის სასახლეში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ნოემბერი 27, 2024

ბიუროს სხდომა

27 ნოემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები;
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ ბუკიას 2024 წლის 25 ნოემბრის N50-502433010 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლისადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2024 წლის 25 ნოემბრის N50-502433040 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, (იჯარის ფორმით) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ ბუკიას 2024 წლის 25 ნოემბრის N50-502433082 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2025-2026 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).
ნოემბერი 25, 2024

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია

ხობის მუნიციპალიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდე 16-დღიან გლობალურ კამპანიას. კამპანია 1991 წლიდან იღებს სათავეს, ის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და სრულდება 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა.

ნოემბერი 23, 2024

გილოცავთ გიორგობას!

ნოემბერი 22, 2024

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმადავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 22,036 ათასი ლარით.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ჯანდაცვა წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.
ნოემბერი 19, 2024

ხობში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დობადონა გაიხსნა

ხობში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი „დობადონა“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა, მერიის შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი შოლინა კანკია, მერიისკულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ცენტრის მიზანია სხვადასხვა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის სერვისების მიწოდება, ზრუნვა საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრაციისთვის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის საქმიანობის სფერო მოიცავს:
ქცევის თერაპიას,
აკადემიური უნარების თერაპიას,
მეტყველების თერაპიას,
ოკუპაციურ თერაპიას,
ჯგუფურ თერაპიას და არაფორმალურ განათლებას.
დობადონას მისამართია: ქალაქი ხობი, ც. დადიანის N 210.
  • <<
  • <
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By