ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2004 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობისთასის გათამაშებამ ფეხბურთში.
ტურნირის გახსნის ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი, კობა გრიგოლია, კობა შუბითიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირში მონაწილეობენ: სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, დასავლეთ სარდლობის ლოჯისტიკის სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, საარტილერიო ბრიგადის, ჭალადიდის, საგვიჩიოსა და ხობის „ჭალეს“ ფეხბურთელთა გუნდები.
მემორიალური ტურნირის ფინალი, 21 აგვისტოს, საგვიჩიოს სტადიონზე გაიმართება