28 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადიდდა შემოსავლები „გრანტებიდან“ 105994,25 ლარით და ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების დაფინანსება“ „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვა–გადაყვანის) ხარჯი“ ასიგნება 806245,24 ლარით. ასევე „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 იანვრის N116 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტისათვის გამოიყო 105,0 ათასი ლარი. სულ ბიუჯეტში შემოსულობები გადიდდა 1017.2 ათასი ლარით და განისაზღვრა 20743,8 ათასი ლარით .
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განხორციელებული ცვლილებები აისახა დადგენილების პროექტში „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, რომლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს.
დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დაინიშნა 2023 წლის 29 აპრილს, განკარგულების პროექტით ,,საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით N26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, მერიის წინადადებით განისაზღვრა ადგილები და სტენდების ჩამონათვალი, სადაც საარჩევნო სუბიექტებს შეეძლებათ საარჩევნო პლაკატების გაკვრა, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით გამოიყო შესაბამისი შენობა-ნაგებობები.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.