28 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები;
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 21 მარტის N50-502208041 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 21 მარტის N50-502208042 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 22 მარტის N50-50220819 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მ. თათარიშვილის 2022 წლის 23 მარტის N51-51220822 განცხადების განხილვა („ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგისტრაციის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის წევრი);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 25 მარტის N50-502208462 და 28 მარტის N50-502208710 წერილების განხილვა („საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე).