ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: შემოსულებები განისაზღვრა 16300,0 ათასი ლარით აქედან: გადასახდელები 16300,0 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 270,4 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარი.
2024 წლისბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ჯანდაცვა წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.