• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

იანვარი 17, 2023

ბიუროს სხდომა

17 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2023 წლის 13 იანვრის N50-502301357 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირებისსამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 16 იანვრის N50-50230163 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მედეა თათარიშვილის 2023 წლის 16 იანვრის N51-51230161 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მედეა თათარიშვილის 2023 წლის 16 იანვრის N51-51230164 განცხადების განხილვა („ბესიკი თამლიანის უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).
იანვარი 16, 2023

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 18 იანვარს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„ბესიკი თამლიანის უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ჯენეტ ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ჯენეტ ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე).
იანვარი 7, 2023

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

იანვარი 6, 2023

ხობში საშობაო კონცერტი გაიმართა

6 იანვარს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში საშობაო კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ანდრია გველესიანი მის ბენდთან ერთად, ქართული და უცხოური სიმღერებით წარდგა.საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დეკემბერი 31, 2022

საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა

ძვირფასო ხობელებო! დიდი პატივისცემით და სიყვარულით გილოცავთ დამდეგ
შობა-ახალ წელს!
ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ტრადიცია, ახალი წლის შემობრძანებასთან დაკავშირებით, გამორჩეულია ბედნიერებისა და წარმატებების განსაკუთრებული მოლოდინებით.
დაე! ახდენოდეს ყოველ ჩვენს მოქალაქეს ოცნება და სურვილები. მშვიდობის, ბედნიერების, კეთილდღეობის, სიყვარულის და ერთიანობის მომტანი ყოფილიყოს მომავალი ახალი წელი, ხვავი და ბარაქა ოჯახებში, სიყვარული და ერთობა ერში, რამეთუ საერთო საქვეყნო წინსვლა დაკეთილდღეობა მიიღწევა მხოლოდ ერთობლივი სწრაფვითა და თანადგომით.
მინდა, თქვენს ოჯახებს ვუსურვო დღეგრძელობა, ტკბილი სიბერე ჩვენს მშობლებს, სიცოცხლის ხალისი ჩვენს შვილებს. განსაკუთრებთ მინდა წინსვლა და გაძლიერება ვუსურვო ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს და ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს...
კიდევ ერთხელ გისურვებთ საუკეთესო საახალწლო განწყობას, დაგვბედებოდეს კეთილდღეობით, ერთობით და სიყვარულით თანაცხოვრება მშვიდ და გაერთიანებულ საქართველოში.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე
დეკემბერი 31, 2022

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი წელი მიულოცეს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აკაკი მალანია და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მედეა თათარიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონულ სამმართველოს, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“და საგანგებო სიტუაციების მართვის ხობის განყოფილებას ეწვივნენ, თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში და მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

დეკემბერი 29, 2022

საახალწლო ღონისძიება ხობში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობები, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. დღის განმავლობაში იმართებოდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საღამოს კი მაყურებელთა წინაშე ჯგუფი “anik" და ჯგუფი „ოჩოს ქოხი” წარდგნენ. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დეკემბერი 29, 2022

საკრებულოს მორიგი სხდომის ანგარიში

29 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა დამსწრე საზოგადოებას.
საკრებულოს მიერ ცნობის სახით იქნა მიღებული საკრებულოს წევრის ზურაბიშამათავას პირადი განცხადება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსულობები განისაზღვრა - 21576,8 ათასი ლარით.
სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა - 14518,6 ათასი ლარით, გადასახდელები - 14518,6 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი - 799,6 ათასი ლარით, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად - 260,0 ათასი ლარი; ცენტრალური სსიპ(ებ)-დან ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის 539,6 ათასი ლარი; სარეზერვო ფონდი - 90,0 ათასი ლარით; ვალდებულებების ცვლილება, კლება -59,0 ათასი ლარი.
დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“ დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა საერთო ფართის მიხედვით წლიური დაგროვების ნორმის შესაბამისად, ხოლო ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3 ლარისა, ხოლო სოფლად კომლზე 1 ლარის ოდენობით.
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასაქმებულის საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1210 ლარის ოდენობით, რაც იწვევს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების 10%-ით გაზრდას, კანონის ამ ნორმის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატისა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში შევიდა შესაბამისი ცვლილებები.
„ხობის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი შემუშავდა საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის, საქართველოში ნარჩენების მართვის 2016 -2030 წლების ეროვნული სტრატეგიის და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მასში აისახა მუნიციპალიტეტის მიზნები და ამოცანები 2023-2027 წლებისათვის და მისი განხორციელების გზები.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ საკრებულოში წარმოდგენილ იქნა განკარგულების 4 პროექტი: 1. „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების 2023-2025 წწ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ - ახალგაზრდული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას. სტრატეგია ითვალისწინებს ისეთი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები; 2. „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც, სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ა) ოქროს მედალოსანი მოსწავლე - 300 ლარი; ბ) ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე - 200 ლარი; 3. „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ - ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2025 წლების ახალგაზრდული განვითარების 2023-2025 წწ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის შესაბამისად, შემუშავდა ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, ახალგაზრდების წინაშე მდგარი არაერთი გამოწვევის მოგვარებას, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას; 4. ,,ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ - რომლითაც განისაზღვრა: ა) მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებში მიღებულ შედეგებზე სპორტსმენების ერთჯერადი ფულადი პრემიის ზღვრული ოდენობა ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში. სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის სპორტსმენებზე გასაცემად განსაზღვრული საპრემიო განაკვეთების 50% (ორმოცდაათი) პროცენტის შესაბამისი თანხის გაცემა გამარჯვებული სპორტსმენების პირად მწვრთნელებზე; ბ) საქართველოს პირველობაზე, ჩემპიონატებზე, ტურნირებზე, რეგიონალურ და ადგილობრივ ღონისძიებებზე მონაწილე სპორტსმენების კვების დღიური ხარჯის ნორმები; გ) ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის’’ სტრუქტურული ერთეულის-სასპორტო სკოლის სასწავლო ჯგუფების კვირეული დატვირთვის ნორმატივი აკადემიურ საათებში; დ) ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულის სასპორტო სკოლის სასწავლო ჯგუფებში სწავლების ეტაპების მიხედვით მეცადინეობათა ნორმატივები.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის №35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2023 წლიდან უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა 155 ბენეფიციარამდე.
„ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამისა და თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტით წინა წელთან შედარებით პროგრამაში განხორციელდა სხვადასხვა ცვლილებები, კერძოდ: 100 წლის და 100 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა; სიღარიბეში მყოფი ოჯახებისთვის (120000 და ნაკლები ქულა ქ. ხობში რეგისტრირებული ბენეფიციარის ოჯახი) წყლის ხარჯის ყოველთვიურად ანაზღაურების მუხლის ბიუჯეტი განისაზღვრა 17000 ლარის ოდენობით ნაცვლად 10 000 ლარისა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაიზარდა ამ ბენეფიციართათვის სარეიტინგო მაჩვენებელი 120000, რამაც გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა; საოპერაციო (გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები), ქიმიო, იოდო და სხივური, რადიო, ჰორმონო თერაპიის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება ერთჯერადად, განხორციელდება სათანადო საბუთების წარმოდგენისას, გადაუდებელი ოპერაციის დროს პაციენტის საავადმყოფოდან გაწერიდან ერთ თვემდე, ხოლო გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში, ავადმყოფის საავადმყოფოდან გაწერამდე, ცვლილება გამოიწვია დაფინასების ახალ სისტემაზე გადასვლამ; დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით ნაცვლად 150 ლარისა; ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთათვის დახმარება განისაზღვრა 250 ლარით ნაცვლად 150 ლარისა; პროგრამას დაემატა ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისათვის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის თანადაფინანსების მუხლი; პროგრამას ასევე დაემატა მარტოხელა (დაუძლურებულ ხანდზმულთა) შინმოვლის დაფინანსება და საერთო ჯამში ბიუჯეტის პროგრამამ შეადგინა 609 950 ლარი.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
დეკემბერი 28, 2022

წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. საერთაშორისო პირველობების როგორც გამარჯვებულ, ასევე პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, ხოლო საქართველოს პირველობებზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს ფასიანი საჩუქრები.

დეკემბერი 28, 2022

მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის საახალწლო კონცერტი

28 დეკემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეები დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოური სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და ახალი წლის თემატიკაზე შექმნილი ლექსებით წარსდგნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებს ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი გადაეცათ. სადღესასწაულო ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი“ ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

დეკემბერი 28, 2022

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილ ტკბილეულს ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 920 აღსაზრდელი მიიღებს. საჩუქრების გაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

დეკემბერი 28, 2022

ბიუროს სხდომა

28 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2022 წლის 19 დეკემბრის N50-502235336 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მ. თათარიშვილის 2022 წლის 20 დეკემბრის N51-51223542 განცხადების განხილვა:
• „საკრებულოს წევრის ზურაბი შამათავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2022 წლის 22 დეკემბრის N50-50223564 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2022 წლის 23 დეკემბრის N50-502235759 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის №35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: აკაკი მალანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი);
5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ლ. ლიპარტიას 2022 წლის 26 დეკემბრის N51-51223602 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2022 წლის 27 დეკემბრის N50-502236164 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2022 წლის 27 დეკემბრის N50-502236166 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2022 წლის 27 დეკემბრის N50-502236185 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების 2023-2025 წწ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: აკაკი მალანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი);
9. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2022 წლის 27 დეკემბრის N50-502236187 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
დეკემბერი 27, 2022

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2022 წლის 29 დეკემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„საკრებულოს წევრის ზურაბი შამათავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
8. „ხობის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე);
10. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე);
11. „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების 2023-2025 წწ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი);
12. „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი);
13. „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი);
14. „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი);
15. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი);
16. „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის №35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი);
17. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი);
18. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი).
დეკემბერი 27, 2022

სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი

27 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში სამუსიკო სკოლის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებით წარდგნენ.
საახალწლო ზეიმს, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია დაესწრნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაშიგაგრძელდება და 29 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი მთავარი საახალწლო ღონისძიებით დასრულდება.
დეკემბერი 26, 2022

ხობში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

26 დეკემბერს , ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული, მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ. ასევე გაიმართა სხვადასხვა საბავშო და ახალგაზრდული წარმოდგენები.
საზეიმოდ აინთო ხობის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო კვირეულის პირველი დღე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
  • <<
  • <
  • ...
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By