1 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თნასწორობის საბჭოს ეგიდით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასოციაცია „ჰერა XXI“-ის წარმომადგენლება ანი ჯაბახიძემ და მონიკა როხვაძემ გამართეს შეხვედრა თემაზე „ რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფერტილური ასაკის ქალი და კაცი.“ შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ასოციაცია „ჰერა XXI“ წარმომადგენლებმა ასევე საინფორმაციოხასიათის შეხვედრა გამართეს ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. სადაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე ისაუბრეს.
შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.