ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა და მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერება. კამპანიის ფარგლებში 8 დეკემბერს ხობის მუნიციპალტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამეგრელო ზემო-სვანეთის 8 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი - გენდერული გავლენები“ - თემა წარმოადგინასაქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს მოწვეულმა ტრენერმა ელენე ბერიაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ წარმოადგინა ფორუმ თეატრი.
ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გრეტა წიწავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.