• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

იანვარი 25, 2024

ბიუროს სხდომა

25 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები;
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მალხაზ იოსავას 2024 წლის 16 იანვრის N19/51240171-51 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მოხსენების თაობაზე);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მედეა თათარიშვილის 2024 წლის 23 იანვრის N51-51240235 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მედეა თათარიშვილის 2024 წლის 23 იანვრის N51-51240236 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2024 წლის 23 იანვრის N50-502402359 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2024 წლის 23 იანვრის N50-502402360 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2024 წლის 25 იანვრის N50-50240255 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).
იანვარი 24, 2024

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2024 წლის 26 იანვარს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობისმუნიციპალიტეტისმერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობისმუნიციპალიტეტისმერიისეკონომიკური
განვითარებისადაქონებისმართვისსამსახურისუფროსი);
3. „ხობისმუნიციპალიტეტისმერიისინფრასტრუქტურის, ურბანულიგანვითარებისადაარქიტექტურისსამსახურისდებულებისდამტკიცებისშესახებ“ ხობისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №49 დადგენილებაშიცვლილებისშეტანისთაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
7. სხვადასხვა (საკრებულოს წევრის მალხაზ იოსავას მოხსენება).
იანვარი 19, 2024

გილოცავთ ნათლისღებას!

იანვარი 18, 2024

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

18 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მერის მოთხოვნით, საკრებულოს 2024 წლის პირველი რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზენავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
საკრებულოს გადაწყვეტილებით 2023 წლის 31 მაისს, შპს ,,ბლექ სი პეტროლიუმს“ მიეცა თანხმობა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის წარმოდგენის თაობაზე.
პროექტის თანახმად დაგეგმილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საორიენტაციო წარმადობით 3 მლნ ტონა წელიწადში. ასევე გათვალისწინებულია ნედლეულისა და სარეალიზაციო პროდუქციის მიღების, შენახვისა და გადაზიდვის ობიექტების, ენერგომომარაგების ობიექტების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ასევე განთავსდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და ქარხნის სხვა ობიექტები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე დამტკიცდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.
იანვარი 17, 2024

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2024 წლის 18 იანვარს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის
სამსახურის უფროსი).
იანვარი 17, 2024

ბიუროს სხდომა

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2024 წლის 18 იანვარს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის
სამსახურის უფროსი).
იანვარი 14, 2024

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე!

იანვარი 7, 2024

გილოცავთ შობას!

იანვარი 2, 2024

ახალი წლის დღეები ხობში

ხობში,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა სხვადასხვა პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრების გმირების საზეიმო მსვლელობა, მოეწყო საბავშვო სივრცეები, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
საღამოს მაყურებელთა წინაშე გიორგი მახარაშვილი,ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ჯგუფი ,,შერეკილები" წარსდგნენ.
შოუს ანა კოშაძე უძღვებოდა.
საახალწლო ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
#ახალიწლისდღეები2024
იანვარი 1, 2024

ძვირფასო ხობელებო!

დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დაე, სიკეთით, ბედნიერებით, ბარაქით, კეთილდღეობით, ქვეყნის ერთიანობით დაგვბედებოდეს ახალი-2024 წლის შემობრძანება.
ტრადიციულად, ყოველი ადამიანი, უკეთესობის მოლოდინით და სურვილების ასრულების იმედებით ხვდება ამ დღესასწაულს. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, თანადგომით, სიყვარულით, დაუღალავი შრომით აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს, აუცილებლად დაგვიდგება უკეთესი ცხოვრების დრო და ვიცხოვრებთ წარმატებულ,ღირსეულ ქვეყანაში, სადაც უფრო და უფრო დაფასებული იქნება თითოეული ადამიანი, გარანტირებული იქნება ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერების და განვითრების ყველა პირობა. აქვე მინდა მოგილოცოთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის საკითხებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევის, განხორციელებული მდგრადი რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტენსიური, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად იქნა მიღწეული.
ჩვენი საერთო ეროვნული მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ქართული ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებითა და საერთო ევროპული ფასეულობების, პრინციპების დაცვით, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ასეთი იყო და არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ნება: თავისუფალ, დემოკრატიულ, განვითარებულ, ევროპულ სამყაროში ჩვენი კუთვნილი, ღირსეული ადგილის დამკვიდრებისა და თანაცხოვრებისათვის.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი წელი ემიგრაციაში მყოფ ხობელებს, ვუსურვო მათ კეთილდღეობა, წინსვლა და მშობლიურ კერაში მალე დაბრუნება.
დაე, მოგვეცეს უფლის მადლი და იმედი, რომ კიდევ უფრო სასიკეთო, წარმატებული იქნეს ჩვენი ქვეყნისა და ხობელებისათვის დამდეგი 2024 წელი!
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით,
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე
დეკემბერი 31, 2023

მილოცვა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია და საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აკაკი მალანია, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“,
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალს, საგანგებო სიტუაციების მართვის ხობის განყოფილებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონულ სამმართველოს, ეწვივნენ,თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში და მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
დეკემბერი 29, 2023

ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 800 აღსაზრდელმამიიღო.
საჩუქრების გადაემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ,მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
დეკემბერი 29, 2023

ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

29 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა. უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.

დეკემბერი 28, 2023

ხობში საახალწლო კონცერტი გაიმართა

28 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში საახალწლო კონცერტი გაიმართა, მსმენელთა წინაშე თავიანთი რეპერტუარით ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ნატო გელაშვილი და „ჭოხოები“ ბენდთან ერთად წარსდგნენ.
საახალწლო კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღნისძიება ფეიერვერკით დასრულდა.
დეკემბერი 28, 2023

საკრებულოს სხდომა

28 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები,
სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა - 16398,7 ათასი ლარით,გადასახდელები - 16398,7 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი - 270,4 ათასი ლარით, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლება მოსილებების განსახორციელებლად - 270,4 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდი - 90,0 ათასი ლარი, ვალდებულებების ცვლილება, კლება 58,0 ათასი ლარი. 2024 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 2023 წლის საწყის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 1875,1 ათასი ლარით (13,0 %-ით).
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია და ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები.
დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ახალისოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე გაზიფიცირების პროცესში გამოკვეთილი უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით ახალისოფლის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებიდან ამოღებულ იქნა სოფელი განთიადი და გადატანილ იქნა საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებაში.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“, აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების კურსს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. დოკუმენტი ორიენტირებულია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომლის უმთავრესი მიზანია ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის გაძლიერება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. დოკუმენტში დაფიქსირებულია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი ხედვა -სადაც შეფასებულია და განვითარებისთვის გამოყენებულია მუნიციპალიტეტის კონკურენტული უპირატესობები, გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო კვანძებთან სიახლოვე, აგრარული, ბუნებრივი რესურსები და ტურისტული პოტენციალი.
„ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობასა და განვითარებას, ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა და წარმატებულ სტუდენტთა ფინანსურ ხელშეწყობას და ხობის მუნიციპალიტეტში განათლების სფეროში მოღვაწე პირების მატერიალურ წახალისებას.
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულები სპროექტით წინა წელთან შედარებით პროგრამაში განხორციელდა სხვადასხვა ცვლილებები, კერძოდ:
უმწეო ბენეფიციართა კვებითი მომსახურების კვირის დღეთა რაოდენობა განისაზღვრა 7 დღით და განისაზღვრა 130000 ლარის ოდენობით ნაცვლად 125 000 ლარისა.
დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური ფულადი დახმარების ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა 18-მდე და ბიუჯეტი განისაზღვრა 43200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 36000 ლარისა.
0-18 წლამდე ასაკის მქონე პირთათვის, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო რეაბილიტაცია, აბილიტაციას, ერთჯერადი თანხით დაფინანსების მუხლი განისაზღვრა 20 000 ლარით ნაცვლად 10000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია დაფინანსების ოდენობის გაზრდამ 800 ლარამდე ნაცვლად 500 ლარისა).
შშმ პირთა და ონკოლოგიურ დაავადებაზე საეჭვო პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების (კორონაროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ბიოფსია) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 25000 ლარის ოდენობით ნაცვლად 16000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია წინა წლის მომართვიანობის დინამიკამ).
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე წელიწადში ორჯერ ერთჯერადად 300-300 ლარის ოდენობით დახმარების (თებერვალი-სექტემბერი) დაფინანსების მუხლი განისაზღვრა 4200 ლარი ნაცვლად 2400 ლარისა (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ).
დახმარება ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ბიუჯეტი განისაზღვრა 250 ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 40 000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ ბოლო წლების დინამიკიდან გამომდინარემ).
8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების მუხლი განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით ნაცვლად 1750 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შშმპ-თა ერთჯერადი დახმარების მუხლი განისაზღვრა განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით ნაცვლად 1750 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
მარტოხელა (დაუძლურებულ ხანდაზმულთა) შინმოვლის ბიუჯეტი განისაზღვრა 20 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 10000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ).
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ბიუჯეტი განისაზღვრა 662 450 ლარით.
დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
  • <<
  • <
  • ...
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By