2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის მოადგილეებმა რევაზ ზაქარაიამ და დავით ბერაიამ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ ლევან ლიპარტიამ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი. 2008 წლის 8 აგვისტოს სამშობლოს ერთიანობას - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათახურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე შეეწირა.
ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში მღვდელმა კირიონ დარასელიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადა.