29 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“-სა და ზუგდიდის „ბაიას“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ხობის „კოლხეთმა“ გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა ზუგდიდის „ბაიას“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო მესამე ადგილი სამტრედიის ფეხბურთელთა გუნდმადაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტი გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის,სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.