ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირის ფინალში ერთმანეთს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის დ ა ფოთის „ჭაბონამას“ გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ფოთის „ჭაბონამას“ გუნდმა მოიპოვა და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლა.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლგიორგაძე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი,გენერალი კობა გრიგოლია, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.