დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეთხუთმეტე გათამაშება მინი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხეთის ცენტრისა და ჯიხაშკარის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ჯიხაშკარის გუნდმა მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიდავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.