• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

January 24, 2024

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

January 19, 2024

გილოცავთ ნათლისღებას! (EN)

January 18, 2024

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (EN)

18 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მერის მოთხოვნით, საკრებულოს 2024 წლის პირველი რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზენავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
საკრებულოს გადაწყვეტილებით 2023 წლის 31 მაისს, შპს ,,ბლექ სი პეტროლიუმს“ მიეცა თანხმობა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის წარმოდგენის თაობაზე.
პროექტის თანახმად დაგეგმილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საორიენტაციო წარმადობით 3 მლნ ტონა წელიწადში. ასევე გათვალისწინებულია ნედლეულისა და სარეალიზაციო პროდუქციის მიღების, შენახვისა და გადაზიდვის ობიექტების, ენერგომომარაგების ობიექტების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ასევე განთავსდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და ქარხნის სხვა ობიექტები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე დამტკიცდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.
January 17, 2024

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2024 წლის 18 იანვარს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის
სამსახურის უფროსი).
January 17, 2024

ბიუროს სხდომა (EN)

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2024 წლის 18 იანვარს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის
სამსახურის უფროსი).
January 14, 2024

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე! (EN)

January 7, 2024

გილოცავთ შობას! (EN)

January 2, 2024

ახალი წლის დღეები ხობში (EN)

ხობში,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა სხვადასხვა პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრების გმირების საზეიმო მსვლელობა, მოეწყო საბავშვო სივრცეები, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
საღამოს მაყურებელთა წინაშე გიორგი მახარაშვილი,ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ჯგუფი ,,შერეკილები" წარსდგნენ.
შოუს ანა კოშაძე უძღვებოდა.
საახალწლო ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
#ახალიწლისდღეები2024
January 1, 2024

ძვირფასო ხობელებო! (EN)

დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დაე, სიკეთით, ბედნიერებით, ბარაქით, კეთილდღეობით, ქვეყნის ერთიანობით დაგვბედებოდეს ახალი-2024 წლის შემობრძანება.
ტრადიციულად, ყოველი ადამიანი, უკეთესობის მოლოდინით და სურვილების ასრულების იმედებით ხვდება ამ დღესასწაულს. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, თანადგომით, სიყვარულით, დაუღალავი შრომით აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს, აუცილებლად დაგვიდგება უკეთესი ცხოვრების დრო და ვიცხოვრებთ წარმატებულ,ღირსეულ ქვეყანაში, სადაც უფრო და უფრო დაფასებული იქნება თითოეული ადამიანი, გარანტირებული იქნება ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერების და განვითრების ყველა პირობა. აქვე მინდა მოგილოცოთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის საკითხებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევის, განხორციელებული მდგრადი რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტენსიური, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად იქნა მიღწეული.
ჩვენი საერთო ეროვნული მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ქართული ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებითა და საერთო ევროპული ფასეულობების, პრინციპების დაცვით, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ასეთი იყო და არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ნება: თავისუფალ, დემოკრატიულ, განვითარებულ, ევროპულ სამყაროში ჩვენი კუთვნილი, ღირსეული ადგილის დამკვიდრებისა და თანაცხოვრებისათვის.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი წელი ემიგრაციაში მყოფ ხობელებს, ვუსურვო მათ კეთილდღეობა, წინსვლა და მშობლიურ კერაში მალე დაბრუნება.
დაე, მოგვეცეს უფლის მადლი და იმედი, რომ კიდევ უფრო სასიკეთო, წარმატებული იქნეს ჩვენი ქვეყნისა და ხობელებისათვის დამდეგი 2024 წელი!
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით,
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე
December 31, 2023

მილოცვა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია და საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აკაკი მალანია, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“,
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალს, საგანგებო სიტუაციების მართვის ხობის განყოფილებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონულ სამმართველოს, ეწვივნენ,თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში და მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
December 29, 2023

ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 800 აღსაზრდელმამიიღო.
საჩუქრების გადაემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ,მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
December 29, 2023

ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ (EN)

29 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა. უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.

December 28, 2023

ხობში საახალწლო კონცერტი გაიმართა (EN)

28 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში საახალწლო კონცერტი გაიმართა, მსმენელთა წინაშე თავიანთი რეპერტუარით ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ნატო გელაშვილი და „ჭოხოები“ ბენდთან ერთად წარსდგნენ.
საახალწლო კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღნისძიება ფეიერვერკით დასრულდა.
December 28, 2023

საკრებულოს სხდომა (EN)

28 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები,
სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა - 16398,7 ათასი ლარით,გადასახდელები - 16398,7 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი - 270,4 ათასი ლარით, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლება მოსილებების განსახორციელებლად - 270,4 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდი - 90,0 ათასი ლარი, ვალდებულებების ცვლილება, კლება 58,0 ათასი ლარი. 2024 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 2023 წლის საწყის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 1875,1 ათასი ლარით (13,0 %-ით).
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია და ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები.
დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ახალისოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე გაზიფიცირების პროცესში გამოკვეთილი უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით ახალისოფლის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებიდან ამოღებულ იქნა სოფელი განთიადი და გადატანილ იქნა საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებაში.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“, აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების კურსს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. დოკუმენტი ორიენტირებულია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომლის უმთავრესი მიზანია ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის გაძლიერება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. დოკუმენტში დაფიქსირებულია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი ხედვა -სადაც შეფასებულია და განვითარებისთვის გამოყენებულია მუნიციპალიტეტის კონკურენტული უპირატესობები, გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო კვანძებთან სიახლოვე, აგრარული, ბუნებრივი რესურსები და ტურისტული პოტენციალი.
„ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობასა და განვითარებას, ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა და წარმატებულ სტუდენტთა ფინანსურ ხელშეწყობას და ხობის მუნიციპალიტეტში განათლების სფეროში მოღვაწე პირების მატერიალურ წახალისებას.
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულები სპროექტით წინა წელთან შედარებით პროგრამაში განხორციელდა სხვადასხვა ცვლილებები, კერძოდ:
უმწეო ბენეფიციართა კვებითი მომსახურების კვირის დღეთა რაოდენობა განისაზღვრა 7 დღით და განისაზღვრა 130000 ლარის ოდენობით ნაცვლად 125 000 ლარისა.
დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური ფულადი დახმარების ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა 18-მდე და ბიუჯეტი განისაზღვრა 43200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 36000 ლარისა.
0-18 წლამდე ასაკის მქონე პირთათვის, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო რეაბილიტაცია, აბილიტაციას, ერთჯერადი თანხით დაფინანსების მუხლი განისაზღვრა 20 000 ლარით ნაცვლად 10000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია დაფინანსების ოდენობის გაზრდამ 800 ლარამდე ნაცვლად 500 ლარისა).
შშმ პირთა და ონკოლოგიურ დაავადებაზე საეჭვო პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების (კორონაროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ბიოფსია) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 25000 ლარის ოდენობით ნაცვლად 16000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია წინა წლის მომართვიანობის დინამიკამ).
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე წელიწადში ორჯერ ერთჯერადად 300-300 ლარის ოდენობით დახმარების (თებერვალი-სექტემბერი) დაფინანსების მუხლი განისაზღვრა 4200 ლარი ნაცვლად 2400 ლარისა (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ).
დახმარება ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ბიუჯეტი განისაზღვრა 250 ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 40 000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ ბოლო წლების დინამიკიდან გამომდინარემ).
8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების მუხლი განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით ნაცვლად 1750 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შშმპ-თა ერთჯერადი დახმარების მუხლი განისაზღვრა განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით ნაცვლად 1750 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
მარტოხელა (დაუძლურებულ ხანდაზმულთა) შინმოვლის ბიუჯეტი განისაზღვრა 20 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 10000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ).
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ბიუჯეტი განისაზღვრა 662 450 ლარით.
დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
December 27, 2023

ბიუროს სხდომა (EN)

27 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები;
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 6 დეკემბრის N50-50233403 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა,სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №52 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მ. თათარიშვილის 2023 წლის 12 დეკემბრის N51-51233461 განცხადების განხილვა („ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ბერაიას 2023 წლის 13 დეკემბრის N50-502334782 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 25 დეკემბრის N50-502335958 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: აკაკი მალანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი);
5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ლევან ლიპარტიას 2023 წლის 25 დეკემბრის N51-51233594 განცხადების განხილვა ( „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ლევან ლიპარტიას 2023 წლის 25 დეკემბრის N51-51233595 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336603 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-50233605 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: აკაკი მალანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი);
9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მალხაზ იოსავას 2023 წლის 26 დეკემბრის N19/51233608-51 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მოხსენების თაობაზე);
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
10. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336048 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: აკაკი მალანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი);
11. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336094 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
12. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336097 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
13. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336098 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
14. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-5023360101 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
  • <<
  • <
  • ...
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By