• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

November 24, 2023

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა (EN)

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: შემოსულებები განისაზღვრა 16300,0 ათასი ლარით აქედან: გადასახდელები 16300,0 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 270,4 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარი.
2024 წლისბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ჯანდაცვა წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.
November 23, 2023

გილოცავთ გიორგობას! (EN)

November 21, 2023

გილოცავთ მთავარანგელოზობას (EN)

November 20, 2023

დამატებითი ინფორმაცია 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვის თაობაზე (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 24 ნოემბერს 12:00 საათზე, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში.

November 16, 2023

პეტიცია საკრებულოში (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების უზრუნველყოფის თაობაზე

November 16, 2023

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის მიერ, 2023 წლის 15 ნოემბერს განსახილველად წარედგინა 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან ერთად იწყებს ბიუჯეტის პროექტის წინასწარ განხილვას.

წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად, გამოსაქვეყნებლად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებისთვის წინასწარ გასაცნობად გადაეცა გაზეთ „ხობის მოამბეს“ და ასევე განთავსდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხილეთ „ბიუჯეტის პროექტის“ განყოფილება). საკრებულოს ვებგვერდზე www.khobi-sakrebulo.ge ასევე პერიოდულად გამოქვეყნდება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მასალები (საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები).

საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და შემუშავდება შესაბამისი წინადადებები.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში, რომელიც გაიმართება 2023 წლის 22 ნოემბერს 12:00 საათზე, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის განხილვისას.

წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულ პირს 2023 წლის 22 ნოემბრამდე შეუძლია წერილობით წარმოადგინოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N189. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N214). ასევე, ელექტრონული ფოსტით: khobi.mun@gmail.com; sakrebulo@khobi.gov.ge.

November 15, 2023

დასრულდა დავით კანკიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში (EN)

15 ნოემბერს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგი მამფორიას სახელობის სტადიონზე, გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთის მსაჯის დავით კანკიას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები ფეხბურთში, ტურნირში მონაწილეობას იღებდა 2010 წელს დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა რვა გუნდი.
ტურნირის გამარჯვებული და დავით კანკიას სახელობის თასის მფლობელი ზუგდიდის „ოდიშის“ ფეხბურთელთა გუნდი გახდა, მეორე ადგილზე მარტვილის საფეხბურთო აკადემიის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე ხობის „კოლხეთის“ფეხბურთელთაგუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ხეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან გივი ლატარია, დავით კანკიას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ.
საფეხბურთო პირველობა, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით განხორციელდა.
November 10, 2023

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა (EN)

0 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024-26 წლების სამოქმედო გეგმა. საბჭოს წევრების მხრიდან მოწონებულ იქნა წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა, რომელიც საკრებულოს უახლოეს სხდომას წარედგინება დასამტკიცებლად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საბჭოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.
November 9, 2023

გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა (EN)

9 ნოემბერს 15:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება, გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომაზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2023-25წწ. სტრატეგიის განხილვა-მომხსნებელი ნინო ურიდია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერულ საკითხებში, გენდერული საბჭოს წევრი.
November 6, 2023

შეხვედრა ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჯემალ შეროზიამ შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონულიტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მონაწილეები პირადად გაეცნენ ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის მორიგ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოსცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.
October 27, 2023

გილოცავთ მასწავლებელთა ეროვნულ დღეს! (EN)

October 26, 2023

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2024 წლის 30 სექტემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვისმუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ.ავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
2. ,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
3. "ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლი 29 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი).
October 24, 2023

სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ (EN)

24 ოქტომბერს, ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ აღინიშნა.
ქალაქის ცენტრში სახალხო დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო-
მხატვრების თამარ ნადირაძე- ბუკიას და ნათია სანიკიძის ნამუშევრების გამოფენა
ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ხელთნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა სპორტული ღონისძიებები,
სხვადასხვა საბავშო და ახალგაზრდული აქტივობები და კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ხობის ცენტრალურ პარკში შედგა ხობის საპატიო მოქალაქეთა, განათლების სფეროში მოღვაწე პირთა და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონიალი.
„საპატიო ხობელის “ წოდება მიენიჭათ:
1. ნარგიზა ტუღუშს - ქალაქ ხობის N2 საბავშო ბაგა-ბაღის მთავარი სპეციალისტი.
2. ნათელა ჯეჯელავას - ექიმი თერაპევტი.
3. კუკური ნაცვლიშვილს- მასწავლებელი.
4. ფრიდონი გოცირიძეს- ვეტერანი ფეხბურთელი.
დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პირები და წარმატებული სტუდენტები;
1. ზაირა ცხადაია - (სსიპ)ხობის N1 საჯარო სკოლა.)
2. ხურთქი (იამზე) აბრალავა - (სსიპ ხობის N2 საჯარო სკოლა.)
3. სულიკო ტაბატაძე -(სსიპ საგვიჩიოს საბაზო სკოლა.)
4. მანანა სესქურია- ჭალადიდის საბავშვო ბაღის მთავარი სპეციალისტი.
5. ნათელა ქირია-ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღის ფსიქოლოგი.
6. დარეჯან ნადარაია-გაღმა ხორგის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი.
წარმატებული სტუდენტები 100 % გრანტით
1. ქეთევან ხასია
2. ქეთევან ტურავა
3. ლუკა ნარსია
4. ნოდარ კარტოზია
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე,ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სახალხო დღესასწაული გალაკონცერტით გაგრძელდა სადაც მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ
ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, პროექტ ,,რანინას’’ ბავშვები და ჯგუფი ,,რეგიონი’’.
საღამოს უძღვებოდა თიკა ფაცაცია.
#მემიყვარსხობი
October 23, 2023

საკრებულოს სხდომა (EN)

23 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემაზეთანხმობის მიცემის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ყოფილი რედაქციის შენობის მეორე სართულზე არსებული დაუტვირთავი ფართი, გაიცემა აუქციონის წესით, იჯარის ფორმით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ რომლის თანახმადაც ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა რომლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიზანშეუწონრად იქნა მიჩნეული ინდივიდუალური აუდიტორის და ქონების ექსპერტ-შემფასებლის მიერ, მოხდება აღნიშნული შენობის აუქციონის წესით (დასაშლელად) პრივატიზება.
საკრებულოს სხდომაზე განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №39 განკარგულებაში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ:
მასწავლებელთა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, პროგრამას დაემატა ორი ღონისძიება: ხობის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი განათლების სფეროს წარმომადგენელთა და წარმატებულ სტუდენტთა მატერიალური წახალისება. ჯიდლო გადაეცემათ განათლების სფეროში მოღვაწე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს წარმატებულ, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ მუშაკებს, საჯარო ან კერძო სკოლის წარმატებულ, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ მასწავლებლებს და იმ წარმატებულ სტუდენტებს, რომელთაც 2023 წელს საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი, ჩაირიცხნენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რეგისტრირებული არიან ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რეგისტრირებული იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლაში. აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად მუნიციპალური პროგრამის „ხარჯთაღრიცხვას“ დაემატა - წარმატებულ სტუდენტთა წახალისებისთვის - 4000 ლარი; ხოლო განათლების სფეროში მოღვაწე პირის წახალისებისთვის - 3000 ლარი, სულ 7000 ლარი. ჯამში პროგრამის ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრა 25600 ლარით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
October 20, 2023

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 23 ოქტომბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);
4. ,,ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
5. ,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით ( იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
8. „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი).
  • <<
  • <
  • ...
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By