• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

February 16, 2026

დახურული კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრება დასრულდა (EN)

16 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა დახურული კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად.
კონკურსზე დარეგისტრირდა 7 კანდიდატი. დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად მომდევნო ეტაპზე გადავიდა 1 კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე გამოცხადდა.
დახურული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.

February 13, 2026

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
სოფელ ზენში გამართულ კონსულტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.
სოფელში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტს დაუჭირა მხარი.
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოუყო.
February 8, 2026

გილოცავთ დავითობას! (EN)

January 27, 2026

საკრებულოს სხდომა (EN)

27 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
„ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თანახმად ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობები განისაზღვრა- 247199 00 ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 36004500 ლარის ოდენობით.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საჭოჭუოს, საქორქიოს, საღვამიჩაოს და საბაჟოს ქუჩების, შესახვევების და ჩიხების სახელდების შესახებ“ რომელთა სახელდება განხორციელდა შესაბამის სამთავრობო კომისიიდან მიღებული თანხმობის საფუძველზე.
განკარგულების პროექტით: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცდა საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმა, საკრებულოს კომისიების წლიური გეგმისა და მერიის მიერ 2026 წელს მოსამზადებელი პროექტების გათვალისწინებით.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას ქუჩის პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ საკრებულომ პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ერთობლივი განცხადების საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას ქუჩის პირველი ჩიხისთვის მსახიობის, პედაგოგის, ხობის კულტურის სახლის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელისა და ხობის საპატიო მოქალაქის, პირველი მაისის მკვიდრის რეზო თოდუას სახელის მინიჭება.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძველი ხიბულის ქუჩებისა და ჩიხების სახელდების შესახებ“ რომლის თანახმადაც განხორციელდება ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული დაუმისამართებელი 17 ქუჩის და 20 ჩიხის არაბული ციფრებით სახელდება.
January 27, 2026

გილოცავთ ნონოობას! (EN)

January 26, 2026

ბიუროს სხდომა (EN)

26 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2025 წლის 4 მარტის N50-502506383, 2025 წლის 2 სექტემბრის N50-502524565, საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილის ზურაბ იაშვილის 2025 წლის 30 დეკემბრის N01/2976 და ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 23 იანვრის N50-502602340 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2025 წლის 5 ნოემბრის N50-502530964 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის რევაზ ზაქარაიას 2025 წლის 18 დეკემბრის N50-502519237 წერილის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის ბექა მამაცაშვილის 2026 წლის 21 იანვრის N51-51260218 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისისადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მედეა თათარიშვილის 2026 წლის 14 იანვრის N51-51260141 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 22 იანვრის N50-502602221 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის უსახელო ქუჩებისა და და ჩიხების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 26 იანვრის N50-50260261 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის 2026 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2026 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2026 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2026 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის 2026 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).
January 23, 2026

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 27 იანვარს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე).
3. „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ლანა გვასალია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის უსახელო ქუჩებისა და და ჩიხების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ლანა გვასალია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ლანა გვასალია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).
January 20, 2026

კომისიის სხდომა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭებისა და ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შოთა რუსთაველის ქუჩისთვის ბადრი კუჭავას სახელის მინიჭების თაობაზე.
სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ წინადადებას ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საკითხი შესათანხმებლად გადაეგზავნება სამთავრობო კომისიას.
January 19, 2026

გილოცავთ ნათლისღებას! (EN)

January 19, 2026

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! (EN)

January 7, 2026

გილოცავთ შობას! (EN)

December 30, 2025

უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს (EN)

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 150 ბენეფიციარს გადაეცა. უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.

December 30, 2025

საკრებულოს სხდომა (EN)

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია. სხდომას მუნიციპალიტეტის მერთან დავით ბუკიასთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა - 24719,9 ათასი ლარით; გადასახდელები - 24719,9 ათასი ლარით; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი - 302,4 ათასი ლარით, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად - 302,4 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდი- 100,0 ათასი ლარი, ვალდებულებების ცვლილება, კლება 63,5 ათასი ლარი. 2026 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 2025 წლის საწყის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 1590,8 ათასი ლარით (6,9%-ით).
„ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობასა და განვითარებას, ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა და წარმატებულ სტუდენტთა ფინანსურ ხელშეწყობას და ხობის მუნიციპალიტეტში განათლების სფეროში მოღვაწე პირების მატერიალურ წახალისებას.
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტით პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 809100 ლარით.
დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ და მერმა საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.
December 30, 2025

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 650 აღსაზრდელმა მიიღო.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.
December 29, 2025

ხობში საახალწლო კონცერტი გაიმართა (EN)

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში დუეტ „ჯორჯიას“ და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბავშვების საახალწლო განწყობაზე დრამერები და ანიმატორები ზრუნავდნენ. ღონისძიება DJ „გიოს“ კონცერტით გაგრძელდა.
შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By