19 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში სტაჟიორის მიღების მიზნით საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი; „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში სტაჟიორის კონკურსზე შემოსული აპლიკაციების განცხადებების განხილვის თაობაზე“.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე hr.gov.ge-ზე გამოცხადებულ კონკურსზე სულ შემოვიდა 4 კანდიდატის აპლიკაცია, აქედან კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა. შესაბამისად კონკურისის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატს გაეგზავნა შეტყობინება დაგეგმილი გასაუბრების თარიღის შესახებ.