26 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში სტაჟიორის მიღების მიზნით საკონკურსო კომისიის მიერ 2024 წლის 2 აგვისტოს, სტაჟიორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გაიმართა მეორე ეტაპი - გასაუბრება.
სტაჟირების კონკურსზე დარეგისტრირდა 4 განაცხადი, დოკუმენტაციის გადარჩევის საფუძველზე მომდენო ეტაპზე გადავიდა 1 კანდიდატი, გასაუბრებაზე გამოცხადდა 1 კანდიდატი.
სტაჟირების კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.