• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

იანვარი 1, 2024

ძვირფასო ხობელებო!

დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დაე, სიკეთით, ბედნიერებით, ბარაქით, კეთილდღეობით, ქვეყნის ერთიანობით დაგვბედებოდეს ახალი-2024 წლის შემობრძანება.
ტრადიციულად, ყოველი ადამიანი, უკეთესობის მოლოდინით და სურვილების ასრულების იმედებით ხვდება ამ დღესასწაულს. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, თანადგომით, სიყვარულით, დაუღალავი შრომით აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს, აუცილებლად დაგვიდგება უკეთესი ცხოვრების დრო და ვიცხოვრებთ წარმატებულ,ღირსეულ ქვეყანაში, სადაც უფრო და უფრო დაფასებული იქნება თითოეული ადამიანი, გარანტირებული იქნება ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერების და განვითრების ყველა პირობა. აქვე მინდა მოგილოცოთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის საკითხებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევის, განხორციელებული მდგრადი რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტენსიური, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად იქნა მიღწეული.
ჩვენი საერთო ეროვნული მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ქართული ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებითა და საერთო ევროპული ფასეულობების, პრინციპების დაცვით, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ასეთი იყო და არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ნება: თავისუფალ, დემოკრატიულ, განვითარებულ, ევროპულ სამყაროში ჩვენი კუთვნილი, ღირსეული ადგილის დამკვიდრებისა და თანაცხოვრებისათვის.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი წელი ემიგრაციაში მყოფ ხობელებს, ვუსურვო მათ კეთილდღეობა, წინსვლა და მშობლიურ კერაში მალე დაბრუნება.
დაე, მოგვეცეს უფლის მადლი და იმედი, რომ კიდევ უფრო სასიკეთო, წარმატებული იქნეს ჩვენი ქვეყნისა და ხობელებისათვის დამდეგი 2024 წელი!
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით,
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე
დეკემბერი 31, 2023

მილოცვა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია და საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აკაკი მალანია, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“,
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალს, საგანგებო სიტუაციების მართვის ხობის განყოფილებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონულ სამმართველოს, ეწვივნენ,თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში და მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
დეკემბერი 29, 2023

ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 800 აღსაზრდელმამიიღო.
საჩუქრების გადაემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ,მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
დეკემბერი 29, 2023

ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

29 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა. უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.

დეკემბერი 28, 2023

ხობში საახალწლო კონცერტი გაიმართა

28 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში საახალწლო კონცერტი გაიმართა, მსმენელთა წინაშე თავიანთი რეპერტუარით ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ნატო გელაშვილი და „ჭოხოები“ ბენდთან ერთად წარსდგნენ.
საახალწლო კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღნისძიება ფეიერვერკით დასრულდა.
დეკემბერი 28, 2023

საკრებულოს სხდომა

28 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები,
სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა - 16398,7 ათასი ლარით,გადასახდელები - 16398,7 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი - 270,4 ათასი ლარით, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლება მოსილებების განსახორციელებლად - 270,4 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდი - 90,0 ათასი ლარი, ვალდებულებების ცვლილება, კლება 58,0 ათასი ლარი. 2024 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 2023 წლის საწყის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 1875,1 ათასი ლარით (13,0 %-ით).
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია და ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები.
დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ახალისოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე გაზიფიცირების პროცესში გამოკვეთილი უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით ახალისოფლის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებიდან ამოღებულ იქნა სოფელი განთიადი და გადატანილ იქნა საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებაში.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“, აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების კურსს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. დოკუმენტი ორიენტირებულია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომლის უმთავრესი მიზანია ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის გაძლიერება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. დოკუმენტში დაფიქსირებულია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი ხედვა -სადაც შეფასებულია და განვითარებისთვის გამოყენებულია მუნიციპალიტეტის კონკურენტული უპირატესობები, გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო კვანძებთან სიახლოვე, აგრარული, ბუნებრივი რესურსები და ტურისტული პოტენციალი.
„ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობასა და განვითარებას, ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა და წარმატებულ სტუდენტთა ფინანსურ ხელშეწყობას და ხობის მუნიციპალიტეტში განათლების სფეროში მოღვაწე პირების მატერიალურ წახალისებას.
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულები სპროექტით წინა წელთან შედარებით პროგრამაში განხორციელდა სხვადასხვა ცვლილებები, კერძოდ:
უმწეო ბენეფიციართა კვებითი მომსახურების კვირის დღეთა რაოდენობა განისაზღვრა 7 დღით და განისაზღვრა 130000 ლარის ოდენობით ნაცვლად 125 000 ლარისა.
დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური ფულადი დახმარების ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა 18-მდე და ბიუჯეტი განისაზღვრა 43200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 36000 ლარისა.
0-18 წლამდე ასაკის მქონე პირთათვის, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო რეაბილიტაცია, აბილიტაციას, ერთჯერადი თანხით დაფინანსების მუხლი განისაზღვრა 20 000 ლარით ნაცვლად 10000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია დაფინანსების ოდენობის გაზრდამ 800 ლარამდე ნაცვლად 500 ლარისა).
შშმ პირთა და ონკოლოგიურ დაავადებაზე საეჭვო პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების (კორონაროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ბიოფსია) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 25000 ლარის ოდენობით ნაცვლად 16000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია წინა წლის მომართვიანობის დინამიკამ).
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე წელიწადში ორჯერ ერთჯერადად 300-300 ლარის ოდენობით დახმარების (თებერვალი-სექტემბერი) დაფინანსების მუხლი განისაზღვრა 4200 ლარი ნაცვლად 2400 ლარისა (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ).
დახმარება ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ბიუჯეტი განისაზღვრა 250 ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 40 000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ ბოლო წლების დინამიკიდან გამომდინარემ).
8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების მუხლი განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით ნაცვლად 1750 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შშმპ-თა ერთჯერადი დახმარების მუხლი განისაზღვრა განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით ნაცვლად 1750 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
მარტოხელა (დაუძლურებულ ხანდაზმულთა) შინმოვლის ბიუჯეტი განისაზღვრა 20 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 10000 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდამ).
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ბიუჯეტი განისაზღვრა 662 450 ლარით.
დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
დეკემბერი 27, 2023

ხობში წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება გაიმართა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საერთაშორისო პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მწვრთნელებთან ერთად სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ხობის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის ფასიანი საჩუქრებითადა საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მიმდინარე წელს, “ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარებისა მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეული შედეგების შესაბამისად ფულადი თანხა პირად ანგარიშზე ერიცხებოდათ.
დეკემბერი 27, 2023

ბიუროს სხდომა

27 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები;
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 6 დეკემბრის N50-50233403 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა,სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №52 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მ. თათარიშვილის 2023 წლის 12 დეკემბრის N51-51233461 განცხადების განხილვა („ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ბერაიას 2023 წლის 13 დეკემბრის N50-502334782 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 25 დეკემბრის N50-502335958 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: აკაკი მალანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი);
5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ლევან ლიპარტიას 2023 წლის 25 დეკემბრის N51-51233594 განცხადების განხილვა ( „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ლევან ლიპარტიას 2023 წლის 25 დეკემბრის N51-51233595 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336603 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-50233605 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: აკაკი მალანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი);
9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მალხაზ იოსავას 2023 წლის 26 დეკემბრის N19/51233608-51 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მოხსენების თაობაზე);
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
10. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336048 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: აკაკი მალანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის წევრი);
11. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336094 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
12. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336097 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
13. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-502336098 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
14. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 26 დეკემბრის N50-5023360101 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
დეკემბერი 27, 2023

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 28 დეკემბერს 11 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის წევრი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: როზეტა შულაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);
8. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №52 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);
9. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);
10. „ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);
11. ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: როზეტა შულაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი);
12. „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
13. „ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
14. „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
15. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ცინარა ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი);
16. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ცინარა ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი);
17. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
18. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ცინარა ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი);
19. „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ელისო კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
20. სხვადასხვა (საკრებულოს წევრის მალხაზ იოსავას მოხსენება).
დეკემბერი 22, 2023

ხობში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

ხობის მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა, აინთო ქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცა.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული, მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.
საღამო ფლეშმობითა და დრამერების შოუთი გაგრძელდა. საზეიმოდ აინთო ხობის მთავარი ნაძვის ხე , ახალგაზრდების განწყობაზე დიჯეი GIO- მ იზრუნა. საახალწლო კვირეულის პირველი დღე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
დეკემბერი 21, 2023

რიგგარეშე სხდომა

21 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანისთაობაზე„ რომლის თანახმადაც, 5,8 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები და 16,3 ათასი ლარით მცირდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები, რომელიც მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: პრიორიტეტის ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ ასიგნებაზე 5,8 ათასი ლარი, ,,დასუფთავება და გარემოს დაცვა“ ასიგნებაზე 16,3 ათასი ლარი, პარკ-ხეივნების მოვლის ასიგნება, 5,8 ათასი ლარი - ქუჩებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავების ასიგნება და 0,3 ათასი ლარი - სანიაღვრე არხების წმენდის ასიგნებაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.
დეკემბერი 20, 2023

საახალწლო ნაძვის ხის ანთება

22 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში საზეიმო ვითარებაში აინთება საახალწლო ნაძვის ხე.
17:00 -კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით (კულტურის სასახლის დიდი დარბაზი)
18:00 - დრამერების შოუ
19:00 - ნაძვის ხის ანთება
19:30 - დიჯეი GIO
საზეიმო ფეიერვერკი
25 დეკემბერი, 15:00 - საახალწლო ზეიმი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
26 დეკემბერი, 15:00 - საახალწლო კონცერტი საჯიჯაოს კულტურის სახლში
27 დეკემბერი
15:00 - წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება
28 დეკემბერი
15:00 - საახალწლო კონცერტი მუსიკალურ სკოლაში
18:00 - კონცერტი (ნატო გელაშვილი, ძმები ჭოხონელიძეები ბენდთან ერთად)
საზეიმო ფეიერვერკი
29 დეკემბერი, 15:00 - საახალწლო კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.
დეკემბერი 20, 2023

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2023 წლის 21 დეკემბერს 14 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტისმერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).
დეკემბერი 20, 2023

ბიუროს სხდომა

20 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 19 დეკემბრის N50-502335341 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობისმუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
დეკემბერი 20, 2023

ახალიწლისდღეები 2024

  • <<
  • <
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By