ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისთვის კრივში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის რევაზი ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე. საჯარო განხილვაზე მონაწილეების მხრიდან მხარდაჭერილ იქნა წარმოდგენილი წინადადება ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით. კომიისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ მიზანშეწონილობაზე განკარგულების მიღების შემდეგ გადაეგზავნება შესაბამის სამთავრობო კომისიას.