17 აპრილს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ხობის ცენტრალურ პარკში ხელოვნების ფესტივალი „ArtNest“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს კონკრეტულ თემატიკაზე უნდა შეექმნათ ნახატები, გამარჯვებული კონკურსანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ხატვის პარალელურად მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.