ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაიმართა ტურნირი მკლავჭიდში “დასავლეთ საქართველოს პირველობა” 18 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი მკლავჭიდელები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
დასავლეთ საქართველოსპირველობა „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.