დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.
მოსწავლეებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ მიულოცა და სიგელები გადასცა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძოსკოლების 2023-2024 წლების 47 კურსდამთავრებული გახდა ოქროს და ვერცხლის მედალოსანი. მათ შორის ოქროს მედალოსანია 31, ხოლო ვერცხლის - 16 მოსწავლე.
„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი თანხა ჩაერიცხება.