ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჯემალ შეროზიამ შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონულიტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მონაწილეები პირადად გაეცნენ ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის მორიგ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოსცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.