• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

აპრილი 14, 2021

დედაენის დღე

აპრილი 12, 2021

ანრი ჯგერენაიას სახელობის პირველობა მინი ფეხბურთში

ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულდა ანრი ჯგერენაიას სახელობის პირველობა მინი ფეხბურთში.
ტურნირი ჯგუფური ეტაპის პრინციპით ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 16 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში ერთმანეთს ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლისა და ხეთის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ.
ტურნირის გამარჯვებული და ანრი ჯგერენაიას სახელობის თასის მფლობელი ხეთის საჯარო სკოლის ფებურთელთა გუნდი გახდა.
ფინალურ შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
აპრილი 9, 2021

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა, ეს არის დღე უდიდესი ტკივილისა და სიხარულისა. 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მანიფესტანტები საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია და ათობით ადამიანი დახოცა. 9 აპრილის დახღუპულებს პატივი მიაგეს ხობის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საზოგადოებასთან ერთად ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და დაღუპულთა სულის მოსახსნებელ პანაშვიდს დაესწრნენ. რის შემდეგაც მსვლელობა მოეწყო ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 9 აპრილს დაღუპული გმირის ხობელი ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო მდებარეობს.

აპრილი 7, 2021

გილოცავთ ხარებას!

აპრილი 6, 2021

სპორტის საერთაშორისო დღე

ხობის მუნიციპალიტეტში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით აღინიშნება და მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
აპრილი 6, 2021

კოლეჯ „ფაზისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი გადაეცა

სსიპ კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას პროექტის ,,საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია (მე-2 ეტაპი)“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი გადაეცა. კოლეჯში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამა „მემცენარე და ფერმერი“ ფუნქციონირებს. აღნიშნულ პროფესიას ადგილობრივი სტუდენტები ეუფლებიან. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ და „გაეროს განვითარების პროგრამის“ წარმომადგენლები კოლეჯ „ფაზისის“პედაგოგებს, სტუდენტებს შეხვდნენ და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს. პროექტს „გაეროს განვითარების პროგრამა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ დაფინანსებით ახორციელებს. კოლეჯში, ახალი სასწავლო წლიდან აგრომაქანიკოსისა და მებაღეობის პროგრამა ამოქმედდება.

აპრილი 5, 2021

COVID19 ის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსმა დავით ჭანტურიამ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ორგანიზაციებში მონიტორინგი განახორციელეს და სიმბოლურად პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი დაარიგეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდენენ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორცილებისას საკრებულოს ჩართულობასა და მხარდაჭერაზე ისაუბრეს. განმარტეს, რომ დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება და შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან პირბადის ტარებაა. ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.
აპრილი 1, 2021

საჭოჭუოში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჭოჭუოში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტბეტონის საფარი. სამუშაოებს შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილთან და საკრებულოს წევრთან, დავით ცინაძესთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 513 299 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.

მარტი 31, 2021

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე

31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული მამულიშვილების - ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და ხობის რაიონის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას საფლავი.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ძველ ხიბულაში მდებარე ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა.
მარტი 30, 2021

საკრებულოს სხდომა

30 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პროგრამების ეკონომიიდან მიღებული და გრანტებიდან შემოსული თანხები ჯამში 188404 ლარი მიიმართა პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციაზე“ , „კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდულ და სპორტულ ღონისძიებებზე“ და „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე“. ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გაიზარდა 188.4 ათასი ლარით და შეადგინა 13265.0 ათასი ლარი. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტები „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ“, რომლის თანახმადაც, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების ნუსხას დაემატა 1 პროექტი - სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციული ერთეულისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთულის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებული რეაბილიტირებული გზა დააკავშირებს სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებს, ასევე, ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკისა და ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს შიდასახელმწიფოებრივ მაგისტრალებს, რომლითაც ინტენსიურად სარგებლობს როგორც სენაკის, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფლის მოსახლეობა.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“, მთავრობის დადგენილების თანახმად დასახლების საერთო კრებებზე შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
„ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტით, პროგრამას დაემატა „სტიქიური მოვლენების და ხანძრის შედეგად დაზარალებულთა (საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა) ფინანსური დახმარება, რომლებიც საჭიროებენ საცხოვრებელი ფართის დაქირავებას (არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში)“, პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 5000 ლარს, ხოლო პროგრამის ღირებულება ერთ სუბიექტზე - თანხას 250 ლარამდე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
მარტი 29, 2021

ბიუროს სხდომა

29 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 9 მარტის N50-502106844 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-დეკემბრის თვის შესრულების ანგარიშის თაობაზე“);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 17 მარტის N50-502107680 წერილის განხილვა („საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 19 მარტის N50-5021078102 და 24 მარტის N50-5021083118 წერილების განხილვა („სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციული ერთეულისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 19 მარტის N50-5021078103 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 23 მარტის N50-502108281 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების,
კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 24 მარტის N50-502108332 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 25 მარტის N50-502108455 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 26 მარტის N50-502108555 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
9. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 26 მარტის N50-502108572 და 29 მარტის N50-502108819 წერილის განხილვა:
• ,,ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი და დამატებითი ქონებების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).
მარტი 29, 2021

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2021 წლის 30 მარტს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
4. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
5. „სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციული ერთეულისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
6. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
7. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი და დამატებითი ქონებების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
8. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
9. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ც. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში).
მარტი 24, 2021

მიტროპოლიტ გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევიდან 25 წელი შესრულდა

24 მარტს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესის გრიგოლ ბერბიჭაშვილის ეპისკოპოსად კურთხევიდან 25 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ხობში, ნოჯიხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სამადლობელი ლოცვა აღევლინა. ლოცვას სამღვდელოებასთან და სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია დაესწრნენ. მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევის საიდუმლო 1996 წელს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსრულდა.

მარტი 23, 2021

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2022 წლის 25 თებერვალს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი).
მარტი 22, 2021

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

22 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე ხობის სანაპირო ზოლი. აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას ბიუროს წარმომადგენელი დავით ბუკია, საკრებულოს წევრები, თვითმმართველობის მოსამსახურეები და იურიდიული პირების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

  • <<
  • <
  • ...
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By