10 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში ხობის „ჭალეს“, ჭალადიდის, საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ახალი ტალღის“, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობენ. ფინალური შეხვედრა17 აგვისტოს გაიმართება.
სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ქარდავა და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.