ხობის ცენტრალურ სტადიონზე საერთაშორისო პროექტმა - "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროგრამა "ღია სახალისო ფეხბურთი" სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა საქართველოში 2003 წლიდან UEFA-ს ეგიდით ხორციელდება და დიდი და პატარა ქალაქების 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს აერთიანებს.
პროექტში მონაწილე ბავშვებს უსასყიდლოდ გადაეცათ ბურთები და სპორტული ფორმა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისმშვიდობიან თანაარსებობას, თანამშრომლობას და სოციალურ ინტეგრაციას, ბავშვების დაახლოებას და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას .