ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2022 წლის 12 აგვისტოს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ბაქარ შონია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
3. „------------------------ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
4. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
5. „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლისთვის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
6. „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს N21 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე).