26 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირის გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საფეხბურთო ტურნირში ბათუმის „ბათუსი“, ქუთაისის „მართვე“, მარტვილის საფეხბურთო სკოლის, ოზურგეთისა და ხონის სასპორტო სკოლის, ფოთის „კოლხეთის“,ზუგდიდის „ოდიში 1919“-ის და „ხობის კოლხეთის“ 2012-2013 წლებში დაბადებული ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას.
ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 29 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.