• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

დეკემბერი 2, 2019

შეხვედრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირების საკითხზე

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ანტონ ვარდიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს თემაზე “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, ედიშერ ჯობავამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ ბორჯომში გამართული შეხვედრის მთავარ თემაზე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მათი რისკის შემცირების მნიშვნელობაზე საქართველოში. პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებისთვის შერჩეულია 10 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტი, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტი. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები. აღინიშნა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, თუმცა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით წყალმოვარდნები, წყალდიდობები შესაძლებელია მომავალშიც სხვა უბნებისთვის იყოს პრობლემატური. მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა პროექტის მიმდინარეობისას რაც მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო რისკებს.

დეკემბერი 2, 2019

“კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება "

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი - “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”.
პროექტის წარდგენისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, 2019 წლის 27-28 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან. ორდღიან საინფორმაციო შეხვედრას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ 13 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, თემებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით ვერავა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდნენ.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა და პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის როლზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მათი რისკის შემცირების მნიშვნელობას საქართველოში.
საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ საფრთხეებზე და გაეცნენ ამ საფრთხეების შემცირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საქმეში.
პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას.

ნოემბერი 29, 2019

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო გაიმართა

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. პოეზიის საღამოზე ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ირაკლი აბაშიძის შემოქმედებიდან საუკეთესო ნიმუშები წაიკითხეს. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.

 
ნოემბერი 29, 2019

ქალაქის ქუჩების სახელდებაზე საჯარო განხილვა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა ქ. ხობში 4 უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭებისა და სტალინისა და ბერიას ქუჩებისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. საჯარო განხილვაზე მონაწილეების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები ქუჩების სახელდებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი წინადადებები განხილული იქნება კომიისის მიერ და მომზადდება შესაბამისი დასკვნა.

ნოემბერი 28, 2019

"მაჩხომერის’’ გორაზე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგების გაცნობა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ პაპუაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე „მაჩხომერის“ გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ მოხსენება წაიკითხა.
„მაჩხომერის“ გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები 2015, 2018 და 2019 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ძეგლს, 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ნოემბერი 26, 2019

ცენტრალურ პარკში მკლავჭიდელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

26 ნოემბერს ხობის ცენტრალურ პარკში საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, რუმინეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში გამარჯვებული ხობელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, საკრებულოს წევრები და მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ხობელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს მიულოცეს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა და წარმატებები უსურვეს.

ნოემბერი 26, 2019

საკრებულოს სხდომა

26 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილულ იქნა განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარით) აუქციონის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლითაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ხობში, ცოტნე დადიანის ქ. N185-ში, მე-3 სართულზე, არის დაუტვირთავი, გამონთავისუფლებულია 43,8 კვ.მეტრი ფართი. მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა განცხადება აღნიშნულ შენობაში 43,8 კვ.მეტრი ფართის გაიჯარებასთან დაკავშირებით. ასევე, დაუტვირთავია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ხობში, სტალინის ქ. N3-ში, ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე და გამონთავისუფლებულია 6, 8, 12 და 13 კვ.მეტრი ფართები, გამონთავისუფლებულია ასევე საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 12,01 და 13,5 კვ.მ. ფართები. ზემოთ აღნიშნული ფართები, გაცემულ იქნა სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით), აუქციონის წესით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ნოემბერი 26, 2019

ბიუროს სხდომა

26 ნოემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 25 ნოემბრის N05/4229 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარით) აუქციონის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

ნოემბერი 25, 2019

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 26 ნოემბერს 11:30 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხოდმის დღისწესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარით) აუქციონის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი).

ნოემბერი 25, 2019

ხობის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. "ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: შემოსულობები განისაზღვრა 9830,9 ათასი ლარით. აქედან: გადასახადები 9062,50 ათასი ლარი; 210,0 ათასი ლარი მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად; სხვა შემოსავლები 558,4 ათასი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოდგილეები, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნოემბერი 23, 2019

გილოცავთ გიორგობას!

ნოემბერი 21, 2019

განცხადება

25 ნოემბერს 11:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. დასწრება თავისუფალია.

ნოემბერი 20, 2019

შეხვედრა „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ საკითხებზე

20 ნოემბერს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობაზე. სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ისაუბრეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. გაიმართა დისკუსია. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოების, მათ შორის ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და კომუნიკაციის გააქტიურებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის.

ნოემბერი 19, 2019

ხობში შშმ ბავშვთა ცენტრი გაიხსნა

ქალაქ ხობში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მომსახურებით 6 დან 18 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარი ისარგებლებს.
დღის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრი ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის მომსახურებას შესთავაზებს. ბავშვებთან სპეციალისტები არაფორმალური განათლების, თერაპიული აქტივობებისა და სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით იმუშავებენ. ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს ბავშვთა ტრანსპორტირებას და კვებას.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა განათლებისა და განვითარების ცენტრ “თოლისკურის“ პროექტმა: “თანასწორობა გვჭირდება“.
 
ნოემბერი 19, 2019

ხობში"ღია შეხვედრები“ს ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა

ხობში, "ღია შეხვედრები“-ს ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრები საგვიჩიოს, ზემო ქავლონისა და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქ ხობის მოსახლეობასთან გაიმართა. ადგილობრივებს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტულად შიდა გზების, წყლის სისტემის, გარე განათების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დასახელდა. როგორც ხელიუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

  • <<
  • <
  • ...
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By