ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 130 000 ლარამდეა, შპს ,,მშენებელი 2017“ ახორციელებს. კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა