• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ივლისი 12, 2019

განცხადება

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივები ქ. ხობში 4 უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭებისა და სტალინისა და ბერიას ქუჩებისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 17 ივლისს 12:00 სთ-ზე  გაიმართება  საჯარო განხილვა.

დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.

ივლისი 12, 2019

გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!

ივლისი 10, 2019

”სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ - ნოჯიხევი

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ამ ეტაპზე ხორციელდება შემდეგი პროექტები:
✔ნოჯიხევი - მოსაცდელის რეაბილიტაცია - 7704,10 ლარი;
✔კუთხე ნოჯიხევი - მოსაცდელის მშენებლობა - 7635,41 ლარი;
✔ნოჯიხევის N1 ბაღის ეზოს შემოღობვა - 7374,19 ლარი;
✔ნოჯიხევის N2 ბაღის ეზოში სკვერის მოწყობა - 7564,90 ლარი.
მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოს თანამდებობის პირებთან და მერის წარმომადგენელთან ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ივლისი 5, 2019

ხობში თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში პოეტ თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ყველასთვის კარგად ნაცნობ ძველ ლექსებთან ერთად ახალი ლექსებიც წაიკითხა.
პოეზიის საღამოს საზოგადოების წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა ისაუბრეს ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებაზე და დასასრულს ახალგაზრდა პოეტს მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს.

ივლისი 3, 2019

საანგარიშო კონცერტი

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი სტუდიებისა და წრეების საანგარიშო კონცერტი გაიმართა. 
სტუდიებისა და წრეების მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვებითა და საესტრადო ჟანრის სიმღერებით წარსდგნენ.
კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ივნისი 28, 2019

შეხვედრა ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში

 ღონისძიებებზე; პროგრამაში „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში შესულ ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას, 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.
►ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი - გარდა.
► ვრცლად იხილეთ(http://apma.ge/projects/read/plant_future/71:child)
 
ივნისი 27, 2019

საკრებულოს სხდომა

27 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მისი მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით, უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის (უზუფრუქტის ფორმით) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ არსებობის ვადით, სარგებლობის უფლებით, (უზუფრუქტის ფორმით) გადაცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქ. N189-ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე 33,9 კვ.მ ფართი.
სხდომაზე ასევე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს წევრებს 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მერმა დეტალურად ისაუბრა 2018 წელს დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე. საკრებულოს წევრების მხრიდან დაისვა შეკითხვები წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით. დებატების დასრულების შემდეგ მერიის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ივნისი 26, 2019

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 27 ივნისს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N17 განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი).

ივნისი 26, 2019

ბიუროს სხდომა

26 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 25 ივნისის N05/2079 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N17 განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).

ივნისი 26, 2019

სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო

1. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია:
• ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ სტრუქტურულ ერთეულებში / 25-ვე საბავშვო ბაღში/.
• სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში (ხობი. ცოტნე დადიანის ქ.#204), 
2. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
• ნოტარიულად დამოწმებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი-2 ეგზემპლარი;
• ჯანმრთელობის ცნობა/ჩატარებული აცრების მითითებით/
• ფოტოსურათი -2 ცალი (3X4)
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
3. რეგისტრაცია შესაბამისი ასაკის მიხედვით 
• 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში (ბაგის ჯგუფი) რეგისტრაციას გადის ყველა ის აღსაზრდელი, რომელსაც სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში (16 სექტემბერს) უსრულდება 2 (ორი) წელი.
• 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელები რეგისტრირდებიან შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:
ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
ქალაქ ხობის #2 საბავშვო ბაგა-ბაღი;
პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი;
საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი;
• 3-4 წლიანთა; 4-5 წლიანთა ; 5-6 წლიანთა (სასკოლო მზაობის); შერეულ ასაკობრივ (3-დან 6 წლამდე) ჯგუფებში რეგისტრირდებიან ის აღსაზრდელები, რომელთაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (16 სექტემბერს) უსრულდებათ შესაბამისი ასაკი. 
4. აღსაზრდელთა ჩარიცხვა:
• რეგისტრაციის განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, განაცხადი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს.
• გაერთიანების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება აღსაზრდელთა ჩარიცხვა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.
• საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს;
იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
5. ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი განხორციელდება მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 27 ივლისამდე.
6. აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე.
7. ჩარიცხულ აღსაზრდელთა სია 10 აგვისტოდან გამოიკვრება შესაბამის სკოლამდელ დაწესებულებაში.
8. 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება.

ივნისი 23, 2019

ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობა მინიფეხბურთში

23 ივნისს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2009-2010 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ მატჩში ფოთის „კოლხეთის“ საფეხბურთო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა მარტვილელი თანატოლები, ანგარიშით 5-3 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებული გახდნენ. ფინალურ მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და ნოდარ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ივნისი 18, 2019

ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ჯგუფი ,,ქართუს“ წარმომადგენელი ნუკრი ხასია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმდომარის მოადგილე გოჩა სიჭინავა გაეცნენ.
ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

ივნისი 18, 2019

სტარტი აიღო ნოდარ შენგელიას სახელობის ტურნირმა მინიფეხბურთში

18 ივნისს ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობამ მინიფეხბურთში. სადაც ხობის, მარტვილის, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2009-2010 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობს. 
ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრები 23 ივნისს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ივნისი 13, 2019

მერიის სამსახურების ანგარიშების მოსმენა დასრულდა

13 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომები, სადაც მოისმინეს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. კომისიების მხრიდან მერიის სამსახურების მუშაობა შეფასდა დადებითად.

ივნისი 13, 2019

13 ივნისის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან ოთხი წელი შესრულდა, თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული დების, ლიზი და ინდირა ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

  • <<
  • <
  • ...
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By