ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა დაათვალიერეს.
ზემო ქვალონში 4.4-კილომეტრიანი გზის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, ხოლო შუა ხორგაში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს.
ბაღის მოწყობაზე 400 ათასი, ხოლო გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე (მეორე ეტაპი - 625 000) დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.