ხალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, საქართველოს შსს ხობის რაიონულ სამმართველოს, შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“, "ევექსის" ხობის ჰოსპიტალის რადიოლოგიურ განყოფილებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის დაცვის პოლიციას, ბიზნესმენმა ირაკლი წულეისკირმა თერმო სკრინინგის აპარატები გადასცა. გადაცემის პროცესს ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, რომელმაც ბიზნესმენს გაწეული საქმიანობისთვის და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.