ძვირფასო ახალგაზრდებო! დიდი სიყვარულით გილოცავთ, თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დამთავრებას, რომელსაც ახლავს მშობლიურ სკოლასთან
განშორების სევდიანი სიხარული...მაგრამ წინ გელოდებათ უფრო საინტერესო, ბედნიერი სტუდენტური ცხოვრება და მოღვაწეობა. გამარჯვებებით და სანიმუშო მიღწევებით გევლოთ მეცნიერების მწვერვალების დაძლევის რთულ და ღირსეულ გზაზე! ხელისუფლება თქვენს წინაშე იღებს უდიდეს პაუხისმგებლობას, რათა შეგიქმნათ ყველა პირობა და კომფორტული გარემო,განათლების მიღებისა და ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.