• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

July 3, 2019

სააგნარიშო კონცერტი (EN)

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი სტუდიებისა და წრეების საანგარიშო კონცერტი გაიმართა. 
სტუდიებისა და წრეების მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვებითა და საესტრადო ჟანრის სიმღერებით წარსდგნენ.
კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

June 28, 2019

შეხვედრა ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში (EN)

 ღონისძიებებზე; პროგრამაში „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში შესულ ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას, 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.
►ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი - გარდა.
► ვრცლად იხილეთ(http://apma.ge/projects/read/plant_future/71:child)
 
June 27, 2019

საკრებულოს სხდომა (EN)

27 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მისი მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით, უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის (უზუფრუქტის ფორმით) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ არსებობის ვადით, სარგებლობის უფლებით, (უზუფრუქტის ფორმით) გადაცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქ. N189-ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე 33,9 კვ.მ ფართი.
სხდომაზე ასევე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს წევრებს 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მერმა დეტალურად ისაუბრა 2018 წელს დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე. საკრებულოს წევრების მხრიდან დაისვა შეკითხვები წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით. დებატების დასრულების შემდეგ მერიის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

June 26, 2019

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 27 ივნისს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N17 განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი).

June 26, 2019

ბიუროს სხდომა (EN)

26 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 25 ივნისის N05/2079 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N17 განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).

June 26, 2019

სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო (EN)

1. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია:
• ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ სტრუქტურულ ერთეულებში / 25-ვე საბავშვო ბაღში/.
• სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში (ხობი. ცოტნე დადიანის ქ.#204), 
2. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
• ნოტარიულად დამოწმებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი-2 ეგზემპლარი;
• ჯანმრთელობის ცნობა/ჩატარებული აცრების მითითებით/
• ფოტოსურათი -2 ცალი (3X4)
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
3. რეგისტრაცია შესაბამისი ასაკის მიხედვით 
• 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში (ბაგის ჯგუფი) რეგისტრაციას გადის ყველა ის აღსაზრდელი, რომელსაც სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში (16 სექტემბერს) უსრულდება 2 (ორი) წელი.
• 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელები რეგისტრირდებიან შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:
ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
ქალაქ ხობის #2 საბავშვო ბაგა-ბაღი;
პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი;
საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი;
• 3-4 წლიანთა; 4-5 წლიანთა ; 5-6 წლიანთა (სასკოლო მზაობის); შერეულ ასაკობრივ (3-დან 6 წლამდე) ჯგუფებში რეგისტრირდებიან ის აღსაზრდელები, რომელთაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (16 სექტემბერს) უსრულდებათ შესაბამისი ასაკი. 
4. აღსაზრდელთა ჩარიცხვა:
• რეგისტრაციის განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, განაცხადი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს.
• გაერთიანების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება აღსაზრდელთა ჩარიცხვა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.
• საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს;
იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
5. ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი განხორციელდება მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 27 ივლისამდე.
6. აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე.
7. ჩარიცხულ აღსაზრდელთა სია 10 აგვისტოდან გამოიკვრება შესაბამის სკოლამდელ დაწესებულებაში.
8. 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება.

June 23, 2019

ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობა მინიფეხბურთში (EN)

23 ივნისს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2009-2010 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ მატჩში ფოთის „კოლხეთის“ საფეხბურთო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა მარტვილელი თანატოლები, ანგარიშით 5-3 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებული გახდნენ. ფინალურ მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და ნოდარ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

June 18, 2019

ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ჯგუფი ,,ქართუს“ წარმომადგენელი ნუკრი ხასია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმდომარის მოადგილე გოჩა სიჭინავა გაეცნენ.
ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

June 18, 2019

სტარტი აიღო ნოდარ შენგელიას სახელობის ტურნირმა მინიფეხბურთში (EN)

18 ივნისს ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობამ მინიფეხბურთში. სადაც ხობის, მარტვილის, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2009-2010 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობს. 
ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრები 23 ივნისს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

June 13, 2019

მერიის სამსახურების ანგარიშების მოსმენა დასრულდა (EN)

13 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომები, სადაც მოისმინეს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. კომისიების მხრიდან მერიის სამსახურების მუშაობა შეფასდა დადებითად.

June 13, 2019

13 ივნისის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა (EN)

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან ოთხი წელი შესრულდა, თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული დების, ლიზი და ინდირა ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

June 12, 2019

ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშებამ მინი- ფეხბურთში (EN)

12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე, სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშებამ მინი- ფეხბურთში. ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობს (შუა ხორგა, ჭალადიდი, ქარიატა, ახალი სოფელი, საგვიჩიო და ხობი).
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო.

June 12, 2019

საკრებულოს კომისიის სხდომები (EN)

12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომები, სადაც მოისმინეს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის, საფინანსო-საბიუჯეტო და შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურების მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. კომისიების მხრიდან მერიის სამსახურების მუშაობა შეფასდა დადებითად.

June 11, 2019

განცხადება. (EN)

12-13 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება საკრებულოს კომისიების სხდომები, სადაც მოისმენენ მერიის სამსახურების მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს.

June 7, 2019

„სპორტი ბარიერების გარეშე“ - გამარჯვებულების დაჯილდოება (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, მუნიციპალიტეტის პირველობაში - „სპორტი ბარიერების გარეშე“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებული საჯარო სკოლების მოსწავლეები, თასებითა და სიგელებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დააჯილდოვეს
მინიფეხბურთში გოგონათა შორის მესამე ადგილი ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მეორე ადგილზე ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო ჩემპიონები ხობის N 1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა.
მინი ფეხბურთში ჭაბუკთა შორის მესამე ადგილი დაიკავა საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილზე გავიდა ჭალადიდის საჯარო სკოლა, ჩემპიონები გახდნენ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
კალათბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის ჩემპიონები გახდნენ ახალი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 
სპრინტში 60მ, გარბენში გოგონათა შორის ჩემპიონი გახდა მირანდა ვეკუა ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა, ხოლო ჭაბუკთა შორის ლუკა ჯგერენაია ხობის N2 საჯარო სკოლიდან.
ჭადრაკში გოგონათა შორის გამარჯვებული გახდა ნინო თუთბერიძე, ხოლო ჭაბუკთა შორის პირველი და მეორე ადგილები გიორგი შონიამ ხობის N1 საჯარო სკოლიდან და მათე გერგაიამ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლიდან გადაინაწილეს.

  • <<
  • <
  • ...
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By