• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

February 18, 2020

ხობის სოფლებში დასახლების საერთო კრებები მიმდინარეობს (EN)

18 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ბიის, ზემო ქვალონის, ნოჯიხევისა და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით სოფლისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.

February 18, 2020

ხელისუფლების წარმომადგენლები ხობში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ (EN)

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციედება, გზის მშნებებლობა დასკვნით ეტაპზეა და ის უახლოეს მომავალში დასრულდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ხობში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნენ და გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწლიეობა.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

February 17, 2020

ახალსოფელში ხიდი შენდება (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ცივზე მშენებარე ხიდი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათავლიერეს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 612 ათასი ლარია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მოქალაქეები დროებითი სახიდე გადასასვლელით ისარგებლებენ. ახალი ხიდის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.

February 16, 2020

დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი დასრულდა (EN)

16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალში ხეთის “ხეთამ” ქალაქ ხობის გუნდი, ანგარიშით 3-2 დაამარცხა და მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა. ხოლო, მესამე ადგილი ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
საფეხბურთო პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა

February 14, 2020

კრებებზე მოსახლეობამ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი (EN)

14 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის თორმეტ სოფელში (გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა, ყულევი, პირველ ხორგა, პირველი გურიფული, მეორე გურიფული, ბულიწყუ, საკვიკვინიო, ჭიხუ, ყორათი, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი. დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო. დღეისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.

February 13, 2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები ჩატარდა (EN)

ნის კეთილმოწყობის საქირიოში-საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, ნოჩხონში - სანიაღვრე არხის ამოწმენდის, ოხვამეკარში - გზის მოხრეშვის, ხეთაში-გზაზე ბეტონის საფარის დაგების, წინაგოლაში - გარე განათების მოწყობის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი. დასახლების საერთო კრებებს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი
გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სარწყავი სისტემები; სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ. ); სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესების მოწყობა და რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებების გამართვა დღეს დაიწყო და 20 თებერვლამდე ყველა დასახლებაში ჩატარდება.
 
February 12, 2020

ქარიატაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა (EN)

12 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივითა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზებით ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ადგილობრივებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება თერაპევტმა, კარდიოლოგმა და პედიატრმა ჩაუტარა.
უფასო სამედიცინო აქცია პერიოდულად გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 
February 11, 2020

ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (EN)

რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხობელმა ფალავანმა ნუგზარ წურწუმიამ 55 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ნუგოს ამ გამარჯვებას.

February 11, 2020

დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში (EN)

11 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ტურნირში ადგილობრივ გუნდებთან ერთად მომაწილეობს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.

February 10, 2020

სპექტაკლის პრემიერა „მავთულხლართი“ (EN)

10 თებერვალს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული თეატრალური დასის მიერ გაიმართა სპექტაკლის პრემიერა „მავთულხლართი“ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობის მიხედვით. რომელმაც, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მაყურებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია: რამაზ ლოლუა, ხმის რეჟისორი თითათინ ჯიქია, განათება: ვანია შეროზია. მონაწილეობდნენ: ნიკა კაჭარავა, ზვიად ზურაბაშვილი, მანანა შამათავა, ნიკა კორტავა, თათია ქირია, სალომე ალანია და ცოტნე ვადაქარია.
სპექტაკლის პრემიერას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეული სტუმრებთან ერთად დაესწრო.

January 29, 2020

საკრებულოს სხდომა (EN)

29 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ რომლის თანახამდაც მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გაიზარდა 3042,5 ათასი ლარით და შეადგენა 13135,0 ათასი ლარი.
სხომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ,რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 იანვრიდან ცვლილება შევიდა საქართველოს კანონში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, ცვლილებების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიენიჭა უფლებამოსილება სარგებლობის უფლებით არსებული უძრავი ქონების საკუთრების უფლებით დაკანონებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სახელით გასცეს ცნობა და გამოსცეს სამართლებრივი აქტი.
„ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“. განკარგულების პროექტის თანახმად მერიის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული და ექსპლოატაციისთვის უვარგისი უძრავი და მოძრავი ქონება, რომლის ნარჩენი ღირებულება დღეის მდგომარეობით ნულის ტოლია, ასევე ბალანსზე დარიცხული ქონება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადმოეცა 2007 წელს და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. წარმოდგენილი ქონებები ჩამოიწეროს და ამოღებულ იქნას ბალანსიდან.
ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მოძრავი ქონება, თხოვების ფორმით, უვადოდ, უსასყიდლოდ გადაეცა სსიპ იუსტიციის სახლს.
სდომაზე დამტკიცდა საკრებულოს 2020 წლის სამუშაო გეგმა საკრებულოს კომისიების წლიური გეგმისა და მერიის მიერ 2020 წელს მოსამზადებელი პროექტების გათვალისწინებით, რომელიც გათვლილია კვარტლების მიხედვით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

January 29, 2020

ბიუროს სხდომა (EN)

29 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 15 იანვრის N04/56 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თ. გელანტიას 2020 წლის 22 იანვრის N7/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 24 იანვრის N03/170 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შსახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2020 წლის 27 იანვრის N04/184 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2020 წლის 27 იანვრის N05/185 და 28 იანვრის N05/208 წერილების განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით)“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2020 წლის 27 იანვრის N03/188 და 28 იანვრის N03/206 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმა;
მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

January 28, 2020

ანცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2020 წლის 29 იანვარს 12:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხოდმის დღისწესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
3.„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4.„ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
5.„ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით)“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
6.„ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
7.„საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი).

January 27, 2020

კომისიის სხდომა გურიფულის ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა, ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ მეორე გურიფული) არსებული თბილისის ქუჩისთვის, სახელის გადარქმევის თაობაზე.
საჯარო განხილვაზე მონაწილეების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება გურიფულში თბილისის ქუჩას გადაერქვას სახელი და ეწოდოს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის ტარიელ გელანტიას სახელი.
წარმოდგენილი წინადადება განხილული იქნება კომიისის მიერ და მომზადდება შესაბამისი დასკვნა.

January 27, 2020

გილოცავთ ნინოობას! (EN)

  • <<
  • <
  • ...
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By