• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

April 4, 2019

ნატოს წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ (EN)

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელი კომოდორ ბაუდევაინ ბუთი და ეკიპაჟის წევრები ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ, სტუმრებმა სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართულ კულტურას. 
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) 1 აპრილს შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: „Flagship - HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).
სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მიღებისთვის და წარმატებები უსურვეს მათ.

April 3, 2019

ხობში "ეტალონი" ჩატარდა (EN)

3 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ინტელექტ-ჩემპიონატი „ხობის ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის 27 სკოლის 76 მოსწავლე მონაწილეობდა. 2018-2019 სასწავლო წლის „ხობის ეტალონი მოსწავლე“ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ბერაია გახდა. მეორე ადგილი ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გურამ შონიამ, ხოლო მესამე ადგილი ხამისკურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მეგი ქირიამ დაიკავა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთაი ესწრებოდნენ. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს გამარჯვებას ანი ბერაიას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მას.

April 2, 2019

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები (EN)

April 1, 2019

მერაბ კიტიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში (EN)

ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის მინი სტადიონზე, მერაბ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინიფეხბურთში. ტურნირის დაწყებამდე, მონაწილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მერაბ კიტიას ხსოვნას. შეჯიბრში ქ. ხობის N1, ხობის N2, პირველი მაისის და ნოჯიხევის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. პირველობის გამარჯვებული და მერაბ კიტიას სახელობის თასის მფლობელი ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

March 31, 2019

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა (EN)

სიმბოლურია რომ დღეს ასევევ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერანდუმის ჩატარების დღეც. 1991 წლის 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა სადაც საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

March 29, 2019

ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. (EN)

ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „მოწამეობრივი ხვედრი ეროვნული გმირისა“ გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს და კიდევ ერთხელ გააანალიზეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდთან - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან და მის თანამოაზრეებთან დაკავშირებული მოვლენები. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

March 28, 2019

შეხვედრა წითელას იმუნიზაციათან დაკავშირებით. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ საკრებულოს, მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლებთან წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N16 განკარგულებით წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, მოქალაქეთა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები განისაზღვრა. სამუშაო შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმა და ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

March 27, 2019

ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე FLEX-ის გამარჯვებულია (EN)

ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შონია, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია. 
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა გამარჯვებულ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ, მასპინძელ ოჯახთან ერთად, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მოსწავლეს ამ დიდ გამარჯვებას.

March 22, 2019

საკრებულოს სხდომა (EN)

22 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განახორციელოს ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება. 
სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, პროექტით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხორციელდება სხვადასხვა სახის ცვლილება: იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები 784,0 ათასი ლარით მუხლიდან „გრანტები, რის საფუძველზეც გაიზარდა ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა და შეადგინა 13238,0 ათასი ლარი.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ტ. ალექსანდრიამ საკრებულოს წევრებს გააცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ხობის მუნიციპალიტეტის 2016 – 2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. საკითხზე დებატების დასრულების შემდეგ ხობის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმოკლეს ვადაში შესრულება, რაზედაც კონტროლს უზრუნველყოფს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეები, მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეცნობება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

March 22, 2019

ბიუროს სხდომა (EN)

22 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გ. მამრიკიშვილის 2019 წლის 19 თებერვლის N001478/18 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 – 2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 20 თებერვლის N04/514 და 2019 წლის 19 მარტის N04/826 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2019 წლის 1 მარტის N22/01 განცხადების და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ა. დარახველიძის 2019 წლის 15 მარტის NGOV11900010031 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 14 მარტის N09/769 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, 
კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 18 მარტის N04/817 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).

March 21, 2019

ხობში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს (EN)

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრში ფლეშმობი და ასფალტზე ხატვა გაიმართა, კულტურის სახლის მცირე დარბაზში მაყურებელთა წინაშე წარსდგა ფოთის თოჯინების თეატრი საბავშვო სპექტაკლით „სისა ტურა. აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. 
ღონისძიების დასასრულს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ „მზის შვილებს“ საჩუქრები გადასცეს. 
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

March 21, 2019

21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. (EN)

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს ! 
#არავინდატოვომიღმა
#LeaveNoOneBehind
#WDSD19

 

 
March 21, 2019

ძვირფასო ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს, ქართული მედია 200 წლისაა. (EN)

დიდია თქვენი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე. გისურვებთ კარიერულ წინსვლას, სასიამოვნო რესპონდენტებსა და საინტერესო სამუშაო გარემოს, წარმატებები გქონოდეთ!
ედიშერ ჯობავა 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

March 20, 2019

ხობელების წარმატება მკლავჭიდში (EN)

თბილისში გამართულ საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატზე ხობელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. 
ოქროს მედლის მფლობელები საბა დანელია, საბა ლატარია, ანდრი ბუკია და გოჩა სიჭინავა გახდნენ, ვერცხლის მედალი ნიკა ხომერიკმა, გიგა კოდუამ და დათუნა ჯიშკარიანმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გიგა დანელია და დიტო ბუკია გახდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მკლავჭიდელებს, მწვრთნელს და მათ გულშემატკივრებს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მათ.

March 17, 2019

ანა ხუნჯუა ბრინჯაოს მედლის მფლობელია (EN)

ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე 22 წლამდე მოკრივეთა შორის, ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ხობელი ანა ხუნჯუა გახდა.
ანა პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც საქართველოს კრივის ისტორიაში მოიპოვა მედალი ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ანას გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მას.

  • <<
  • <
  • ...
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By