• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

October 15, 2018

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეა. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დოდო გაბუნიამ და საკრებულოს აპარატის უფროსი, გენდერული საბჭოს მდივანმა, ლელა შამათავამ სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე, ხობის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს მიულოცეს.

October 8, 2018

მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში (EN)

8 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში. შეჯიბრებაში ხობის ადმინისტრაციული ერთეულებიდან 16 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ზონების მიხედვით, ოთხ ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. ფინალში ერთმანეთს თორსის ადმინისტრაციული ერთეულისა და ქალაქ ხობის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით დასრულდა.
ფინალულ შეხვედრას და დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, რომელიც ლელობურთის ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ემსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

October 3, 2018

ხობში ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო (EN)

ქალაქ ხობში, ცენტრალური პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკის მშენებლობა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის (ირაკლი) დაჩი ბერაიას ინიციატივით ხორციელდება. მშენებლობის დაწყების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი (ირაკლი) დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. პროექტის ავტორია „ხობი 2005“, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სთოუნი“ ახორციელებს. პროექტის შესაბამისად ხორციელდება: - ბეტონის ფილების მოწყობა. - ველობილიკის მოწყობა. - საფეხმავლო ზოლის მოწყობა. - ბეტონის ანაკრები ბორდიურების მოწყობა. - მწვანე კორდის მოწყობა. - ლაბირინთის მოწყობა. - საბავშვო, სატრენაჟორო და საკალათბურთო მოედნების მოწყობა. - საბავშვო მოედნების მოწყობა. - სავარჯიშო ტრენაჟორების მოედნის მოწყობა. - საკალათბურთო მოედნის მოწყობა. - ჭადრაკის დაფის მოწყობა. - ჭადრაკის მოედნის მიმდებარედ სკამების მოწყობა. - დეკორატიული სკამების მოწყობა. - ველოსადგომების მოწყობა. - ქ. ხობის გერბის მოწყობა. - საჩრდილობელის მოწყობა. - შადრევანის მოწყობა. - სასმელი წყლის სოკოს მოწყობა. - დეკორატიული განათების მოწყობა. - სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 1მლნ ლარია. - სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

October 2, 2018

გუბერნატორი სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს პროექტებს გაეცნო (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურსა და შუა ხორგის ადმინისტრაცულ ერთეულებში სოფლად, თემთა განვითარების სააგენტოს“ ოფისებში მზის ენერგიაზე მომუშავე კონდინციონერები, წყლის გამათბობელი, ენერგოღუმელი, ხილისა და ბოსტნეულის საშრობები და სხვა ტექნოლოგიური პროდუქტები დაათვალიერეს. მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნიკა, პროექტის ფარგლებში 1000-ზე მეტმა მოქალაქემ დაამონტაჟა საცხოვრებელ და საოფისე ფართებში. გუბერნატორმა ხამისკურში დაფნის მცირე საწარმოც დაათვალიერა. ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (RCDA) 1997 წელს მცირე ფერმერების ჯგუფის, ფერმერთა საკრედიტო კავშირების, კოოპერატივების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფუძნდა. რომელსაც როსტომ გამისონია წარმატებით ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის აქტივობებში სხვადასხვა სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების ექსპერტები არიან ჩართულნი.

September 30, 2018

ხობში “ევროპის სპორტის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. (EN)

30 სექტემბერს, ქალაქ ხობში, „ევროპის სპორტის კვირეულის“ (European Week of Sport – #Be Active) დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
“ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეჯიბრებები გაიმართა სპორტის რვა სახეობაში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

September 27, 2018

საკრებულოს სხდომა (EN)

27 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც შპს „მაგთიკომს“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაეცა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 615 ბოძი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის მიზნით. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“, რეგლამენტში ცვლილება ძირითადად შეეხება პეტიციასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება. საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

September 27, 2018

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. (EN)

ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დროშები დაშვებულია.

September 27, 2018

გილოცავთ ჯვართამაღლებას (EN)

September 26, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება
2018 წლის 27 სექტემბერს 11:00 საათზე 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის N36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

4. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)

September 26, 2018

ბიუროს სხდომა. (EN)

26 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 21 სექტემბრის N95/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის N36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 21 სექტემბრის N96/01 განცხადების განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 25 სექტემბრის N05/4027 წერილის განხილვა „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

September 23, 2018

ხობში “ევროპის სპორტის კვირეული“ დაიწყო (EN)

23 სექტემბერს, ქალაქ ხობში “ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) დაიწყო. კვირეული, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფლეშმობით გაიხსნა. ღონისძიება, მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალიტეტის პირველობის ფინალური შეხვედრებით და მკლავჭიდში შეჯიბრებით გაგრძელდა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
“ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.
30 სექტემბერს, 18 საათზე, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.

September 20, 2018

ხეთაში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი გაიხსნა (EN)

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
 შეიცვალა წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები
 კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი და ეზო
 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამონტაჟდა პანდუსი
 დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები
 ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი
 სამუშაოს ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა
 პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა
 ბაღი აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორებით, რომლებიც 
არასამთავრობო ორგანიზაციამ („მწვანე მომავალი“) დაამონტაჟა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ხეთის საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 21 სექტემბერს დაიწყება.

September 18, 2018

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში (EN)

18 სექტემბერს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში. შეჯიბრში მუნიციპალიტეტში არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. პირველი თამაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შსს ხობის პოლიციის სამმართველოს გუნდთან გამართა. ფინალური მატჩი, 24 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

September 17, 2018

ახალი სასწავლო წელი დაიწყო (EN)

17 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასწავლო პროცესს 322 პირველკლასელი მოსწავლე შეუდგა, მათ შორის 297 საჯარო სკოლებში, ხოლო 25 კერძო სკოლაში. პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად წიგნები და ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. 
მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ელისო კვიკვინიამ მიულოცეს

September 17, 2018

საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა (EN)

     უდიდწსი პატივისცემითა და სიხარულით  გილოცავთ ახალი სასწავლო წლის  დაწყებას  პედაგოგებს, მშობლებს და განსაკუთრებით  მოსწავლე- ახალგაზრდობას, რომელთა უპირველესი მოვალეობა ქვეყნის წინაშე, სწავლა-განათლებაა, თქვენ უნდა განავითაროთ თქვენი ინტელექტუალურ- შემეცნებითი პოტენციალი,  ფიზიკური და სულიერი თვისებები, ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგჭირდებათ, რათა სწორად განსაზღვროთ  საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ინტერესები, შექმნათ ბედნიერი მომავალი და შეუერთდეთ თავისუფალ მსოფლიოს ღირსეულ მოქალაქეებად!

    ფასდაუდებელია პედაგოგების ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე,  თქვენ აყალიბებთ  განვითარებისა და წინსვლის საფუძველს-განათლებულ და გონიერ თაობას.  გისურვებთ წარმატებებს  და ულევ სიხარულს პროფესიულ საქმიანობაში და ბედნიერ მომავალს!

    ხელისუფლება მუდამ იზრუნებს ახალგაზრდობის განათლებისა და  მრავალმხრივი განვითარებისათვის საჭირო გარემოს შექმნისათვის.

    გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ნიჭიერება და სწავლისმოყვარეობა.

                                   ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.

  • <<
  • <
  • ...
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By