• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

March 27, 2018

გამწვანების აქცია (EN)

27 მარტს ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ინიციატივით ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან, მშობლებთან და აღსაზრდელებთან ერთად აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია შეუერთდნენ.

March 27, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2018 წლის 28 მარტს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

4. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

7. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი);

8. პეტიციის წესით შემოსული საკითხების გადაწყვეტის შესახებ („ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ თორსის ტერიტორიაზე ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრამდე არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ასევე ამავე სოფლში არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწესრიგების საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატაში მდინარე ხობის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს რეაბილიტაციის საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტის შესახებ“ პეტიციის წესით წარმოდგენილი განცხადებების თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

9. ხობის მუნიციპალიტეტის მე-4 მოწვევის საკრებულოს წევრებისთვის ე. წურწუმიას განცხადების გაცნობის თაობაზე;
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

March 24, 2018

შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე (EN)

დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
„იმისათვის, რომ ფაროსანასთან ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება. მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, აუცილებელია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირებულობა. უნდა შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი პრეპარატებით შეწამლავენ მიტოვებულ ოჯახებს და ეზოებს. სახელმწიფო სტრუქტურებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ზარალი და მავნებლის გავრცელების არეალი“ - აღნიშნა შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგს და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა). მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი.
 
შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე
18 ფოტო
March 23, 2018

„მწვანე მომავლის“ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია. (EN)

23 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლის“ მიერ ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და პროექტის ასპექტებზე ისაუბრეს. 
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა , მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ მადლობა გადაუხადა „მწვანე მომავლის“ წარმომადგენლებს ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და მომავალ თანამშრომლობაზე გამოთქვა მზაობა.
როგორც ცნობილია გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლმა“ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზის ენერგიაზე მომუშავე 12 მოწყობილობა დაამონტაჟა, მათ შორის ხუთი - ხეთის, ქვემო ქვალონისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში.

March 22, 2018

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში. (EN)

22 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე ხობის სანაპირო ზოლი. აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს წევრები, თვითმმართველობის მოსამსახურეები და იურიდიული პირების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 
22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

March 21, 2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა (EN)

21 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა გაიმართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ინვაზიურ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს და პროგრამის დეტალები განიხილეს. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი.

March 21, 2018

ტრენინგი ოჯახისა და სასოფლო ამბულატორიების ექიმებისთვის. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ოჯახისა და სასოფლო ამბულატორიების ექიმებისთვის ტუბერკულოზის, შიდსისა და „ც“ ჰეპატიტის გამოვლენისა და სკრინინგის საკითხებზე ტრენინგი გამართეს. პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში „ც“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესაბამისად, მოხდება ინფიცირებულ პირთა გამოვლენა და მკურნალობა. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს ტუბერკულოზისა და შიდსის დიაგნოსტიკას. ხობის მუნიციპალიტეტში “ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში” პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.

March 21, 2018

„კოლხეთის“ გოგონათა გუნდის გამარჯვება. (EN)

20 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მესამე გათამაშებამ აიღო სტარტი. 2018 წლის სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ხობში გაიმართა. პირველი ტურის შეხვედრაში ხობის „კოლხეთმა“ ხაშურის „ივერიას“ უმასპინძლა. მატჩი, ხობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პირველობაზე ხობელ გოგონათა გუნდი პირველად ასპარეზობს. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, როზეტა შულაია და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2018 წლის სეზონში 10 გუნდი მონაწილეობს და ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. მორიგ მატჩს „კოლხეთი“ 25 მარტს, სტუმრად ქუთაისის „მართვესთან“ გამართავს.

March 20, 2018

„რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში". (EN)

20 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა კონფერენცია „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში". კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილ სკოტმა და საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებმა. კონფერენციის დასასრულს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს შორის გაფორმდა შეთანხმება ახალი პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. 
კონფერენცია „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) ორგანიზებით, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“ (ADC) ხელშეწყობით გაიმართა. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია.

March 15, 2018

მდინარე ყორათზე ხიდის მშენებლობა დასრულდა (EN)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, მდინარე ყორათზე აშენებული ხიდი დაათვალიერეს. მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა ავარიულ მდგომარეობაში არსებული ხიდი, პრობლემის მოსაგვარებლად აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1 677 000 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 22 ადამიანი.

March 13, 2018

შეხვედრა საკრებულოში (EN)

13 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორთან ელისო კვიკვინიასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურად დაუცველი აღსაზრდელების მშობლებს შეხვდნენ და ბაღების ოპტიმიზაციის შედეგად არსებულ პრობლემაზე ესაუბრნენ, რაც ბავშვების ტრანსპორტირებას შეეხებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ მშობლებს აღუთქვა, რომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად.

March 13, 2018

ქრისტინე ბუკია ეროვნული პირველობის გამარჯვებულია (EN)

11 მარტს, თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში. ეროვნულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა და სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ. I ადგილი - ქრისტინე ბუკია (41 კილოგრამ წონითი კატეგორია) III ადგილი - საბა გულუა (40 კილოგრამ წონითი კატეგორია) ხობელ სპორტსმენებს თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.

March 12, 2018

ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში (EN)

12 მარტს, საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერში“ ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირის ბოლო ტურის შეხვედრები და პრიზიორ მოჭადრაკეთა დაჯილდოება გაიმართა. ტურნირი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) წრიული სისტემით ჩატარდა და მასში როგორც ახალგაზრდა, ასევე ვეტარანი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. I ადგილი - ბადრი ლომაია (8.5 ქულა) II ადგილი - გულადი დგებუაძე (8.0 ქულა) III ადგილი - ნიკოლოზ ბუკია (7.5 ქულა) საპრიზო ადგილების მფლობელ მოჭადრაკეებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ანრის ოჯახის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

March 12, 2018

ხობელი მოჭიდავეების წარმატება (EN)

9-11 მარტს ქალაქ თერჯოლაში გამართულ საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზეს ხობელმა მოჭიდავეებმა, ჯონი ხეცურიანმა 67 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლი მოიპოვა, ხოლო ირაკლი ნაკაშია 63 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ჩვენს მოჭიდავეებს გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

March 9, 2018

ხობელ მოჭიდავეთა წარმატება ეროვნულ პირველობაზე (EN)

5-6 მარტს, ქალაქ ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართა. ეროვნულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა და სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ.
63 კილოგრამ წონითი კატეგორიაში მეორე ადგილი ირაკლი ნაკაშიამ მიპოვა
72 კილოგრამ წონითი კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელი გოგა ფერტახია (ხობი)გახდა ხოლო 87 კილოგრამ წონითი კატეგორიაში მესამე ადგილი ვარლამ კვარაცხელიამ დაიკავა სპორტსმენებს თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.

  • <<
  • <
  • ...
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By