• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

May 1, 2018

კონკურსი ნორჩი პიანისტი (EN)

1 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა მუსიკალური კონკურსი „ნორჩი პიანისტი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მოსწავლეებმა. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.
მუსიკალურ ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდა.

April 27, 2018

საკრებულოს სხდომა (EN)

27 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აისახა 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთი 84.1 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიემართება შემდეგი ღონისძიებების დასაფინასებლად: 69.5 ათასი ლარი - პრიორიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ასიგნებებზე; 5,0 ათასი ლარი - პრიორიტეტის ,,კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ ასიგნებებზე, პრიორიტეტის ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ ასიგნებაზე მიიმაეთება 2,5 ათასი ლარი; 7,1 ათასი ლარი - პრიორიტეტის ,, განათლება“ ასიგნებებზე. ბიუჯეტის მთლიანმა მოცულობამ და შემოსულობების გეგმამ შეადგენს 10669,9 ათას ლარს.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“. 2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 8243,8 ათასი ლარით. წლის დასასრულს დაზუსტებულმა ბიუჯეტმა საშემოსავლო ნაწილში შეადგინა 11878,7 ათასი ლარი. ფაქტიურად ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 11961,7 ათასი ლარი და ბიუჯეტი შესრულებულია 100,7 %-ით. ხოლო საგასავლო ნაწილში 2017 წლის გეგმა შეადგენდა 13791,4 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ კი შეადგინა 11966,9 ათასი ლარი (86,6%). 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა ბ. ნაჭყებიამ საკრებულოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს მიულოცა მინი ფეხბურთში „ნატოს თასის“ მოპოვება და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

April 26, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ (EN)

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2018 წლის 27 აპრილს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი:დ. ბერაია - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

4. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

5. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

April 26, 2018

ბიუროს სხდომა (EN)

26 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 21 თებერვლის N04/835 და 2018 წლის 23 თებერვლის N04/855 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 16 აპრილის N44/01 განცხადების განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 აპრილის N04/1886 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 აპრილის N04/1888 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

April 26, 2018

ხობში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა (EN)

26 აპრილს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხობის ჰოსპიტალში“ თბილისიდან მოწვეული პროფესიონალ მედიკოსთა ჯგუფი ესტუმრა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცათ სულიად უფასოდ მიეღოთ სამედიცინო კონსულტაცია და ჩაეტარებინათ ლაბორატორიული და კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: 1.მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. 2. ძუძუს კიბოს სკრინინგი. 3. პროსტატის კიბოს სკრინინგი. 4. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. 5. PSA ანალიზი. ჩამოტანილ იქნა მამოგრაფიის აპარატი. მოსახლეობას ასევე მოემსახურნენ ენდოკრინოლოგი და ნევროლოგი. აქცია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,მერიისა და ხობის მაჟორიატრი დეპუტატის ირაკლი დაჩი ბერაიას ინიციატივითა და მათივე ძალისხმევით გაიმართა, როგორც ორგანიზატორებმა არნიშნეს მსგავსი ტიპის სამედიცინო კვლევები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ის მომავალშიც ჩატარდება .

April 25, 2018

საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა (EN)

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივ მოსახლეობას და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა გააცნეს და სოფლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრას საკრებულოს წევრები, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, სურსათის უვნებლობის სააგენტოს და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთი ტრაქტორი და 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს, მათ შორის - ხუთი ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო სამზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა.

April 21, 2018

„ნატოს თასის“ გამარჯვებული ხობის საკრებულოს გუნდი გახდა (EN)

⚽ სამეგრელო- ზემო სვანეთში ნატოს დღეების ფარგლებში, მინი ფეხბურთში „ნატოს თასის“ მფლობელი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდი გახდა. ფინალურ შეხვედრაზე ერთანეთს ხობის საკრებულოს და ჩხოროწყუს მერიის გუნდები შეხვდნენ. ტურნირში სულ სამეგრელო- ზემო სვანეთის მერიებისა და საკრებულოების ცამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირის გამარჯვებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმნისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელთან ერთად სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა. ტურნირი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ნატოს დღეები საქართველოში 16 აპრილს გაიხნა და 1 მაისიამდე გაგრძელდება. წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით არაერთი ღონისძიება იმართება. ნატოს დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან. #ნატო_ჩვენი_არჩევანია #ნატოსდღეები2018

April 20, 2018

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა (EN)

20 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა. სადაც დეტალურად იქნა განხილული ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები, საკრებულოს წევრების მხრიდან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების განხილვის შემდეგ მიეცა სამომავლო რეკომენდაციები 2018 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით.

April 19, 2018

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში (EN)

19 აპრილს, პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ტავმჯდომარე დავით ბერაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე კახა ლატარია და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს ხელმძღვანელი პლატონ ბერაია ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

April 19, 2018

განცხადება (EN)

20 აპრილს, 12 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა.

April 18, 2018

ხობში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ქარხანა გაიხსნა, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „მარსმა“ ააშენა. ქარხანის გახსნას დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია ბიზნესმენ თამაზ ბასილაიასთან ერთად ესწრებოდნენ.
ახალგახსნილ საწარმოში ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული, ხოლო საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ მასში 100 ადამიანამდე დასაქმდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.
ქარხანა თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი ხოლო აქ დამზადებული პროდუქციის ექსპორტი აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგეგმება.

April 17, 2018

ნატო-ს დღეების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (EN)

ნატო-ს დღეების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი ტორსტენ დერიკი უძღვებოდა, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის დიდი ნაწილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ საუბარს დაეთმო.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს.
მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან. ნატოს დღეების ფარგლებში, გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში „ნატოს თასი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით, ზუგდიდში დაგეგმილია ნახატების გამოფენა.
ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.
უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები საქართველოში ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება.

 
April 14, 2018

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები (EN)

14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლების და საერო სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ წარმოადგინეს; ხოლო, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დოკუმენტური ფილმის - ,,ჩვენი ენა ქართული" ჩვენება გაიმართა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი ბეჟან ბერაია ესწრებოდნენ.

April 14, 2018

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები (EN)

14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლების და საერო სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ წარმოადგინეს; ხოლო, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დოკუმენტური ფილმის - ,,ჩვენი ენა ქართული" ჩვენება გაიმართა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი ბეჟან ბერაია ესწრებოდნენ.

April 14, 2018

დედაენის დღე (EN)

  • <<
  • <
  • ...
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By