• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

August 12, 2017

საზეიმო წირვა-ლოცვა ხობის ხარების მონასტერში (EN)

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. ღვთისმსახურებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

August 11, 2017

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა (EN)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხობის ხარების მონასტერში დაბრძანებულია აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. მრევლს საშუალება აქვს 13 აგვისტომდე მოილოცოს
სიწმინდეები და მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ ლიტურგიაში.
დღეს, 11 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მღვდელი შალვა ჯაჯანიძე და პროექტის „ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობის“ წევრი ბექა ოქროპირიძე. მათ ისაუბრეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე, საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვებაზე, ათონის ივერთა მონასტერზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ღვაწლზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების ისტორია, პარალელურად გაიმართა აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების საქართველოში მოგზაურობისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორიის შესახებ შექმნილი ფილმების ჩვენება.

August 11, 2017

პროგრამა (EN)

August 11, 2017

საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 30 მაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღო N11 დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის, დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და კოორდინაციის მიზნით შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ედიშერი ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარე;
დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ლელა შამათავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი - საბჭოს მდივანი;
მახარე ჩოკორაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე - საბჭოს წევრი;
გოჩა სიჭინავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - საბჭოს წევრი;
თამუნა სიჭინავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში - საბჭოს წევრი;
გვანცა კიკალეიშვილი - თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი - საბჭოს წევრი.

August 10, 2017

კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით კობა შუბითიძისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ეროვნული გვარდიის გუნდები მონაწილებდნენ.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელთაც ფინალში ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდი, პენალტების სერიაში 4-2 დაამარცხეს.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

August 9, 2017

საკრებულოს ბიურომ ხობის საპატიო მოქალაქეების წარადგინა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, 2017 წლის 31 ივლისის სხდომაზე, მიიღო რეკომენდაცია სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალის ექიმ-ტრავმატოლოგ რევაზ მიხელაშვილზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მწვრთნელ ირაკლი გეთიაზე სპორტის (ჭადრაკის) განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ბატონ რევაზ მიხელაშვილს და ბატონ ირაკლი გეთიას ამ საპატიო წოდებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

August 9, 2017

დასრულდა გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი (EN)

9 აგვისტოს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტების: გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველობის გამარჯვებული ხეთის „ცენტრის“ გუნდი გახდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. შეჯიბრების ფინალურ შეხვედრას და დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა. სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა

August 9, 2017

გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი ნარდში (EN)

9 აგვისტოს სტარტი აიღო ხობის ღირსეული მკვიდრის ჟურნალისტის, ნარდის დიდი ქომაგის, გოგი ბუკიას სახელობის ტურნირმა ნარდში, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 54 მონარდე მონაწილეობს. პირველი ადგილის მფლობელი 12 აგვისტოს „ცოტნეობის“ დღესასწაულზე გამოვლინდება. სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
ნარდის პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

August 8, 2017

დასრულდა მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში (EN)

დასრულდა, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის თასის გათამაშება ბილიარდში. 20 ადგილობრივი მობილიარდე ტურნირის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ბილიარდის ორ სახეობაში - ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა“ ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ,,თავისუფალ პირამიდაში“ გამარჯვებული სანდრო ჩიტაია, ხოლო ,,პულში" ნიკა ფაჩულია გახდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა

August 8, 2017

ომში დაღუპული გმირების ხსოვნა (EN)

8 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს და გაიხსენეს თითოეული მათგანი. მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.

August 4, 2017

გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში (EN)

4 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის რიგით მეცხრე გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ტურნირი საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 6 გუნდი მონაწილეობს. ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს ხეთაში გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

August 3, 2017

მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში (EN)

3 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით სტარტი აიღო მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირმა ბილიარდში. სპორტული შეჯიბრი ბილიარდის ორ სახეობაში - ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა“ ტარდება და მასში 20 მობილიარდე მონაწილეობს. სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.

August 3, 2017

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა (EN)

ძვირფასო ახალგაზრდებო, უდიდესი სიხარულით გილოცავთ, თქვენი ცხოვრების  გზაზე ამ მნიშვნელოვან წარმატებას - სტუდენტობას! გისურვებთ,  ნაყოფიერად გამოგეყენებინოთ ეს წლები ცოდნის მწვერვალების დასაძლევად, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად  თქვენი ოჯახებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!

   ღმერთმა გაგაძლიეროთ სტუდენტურ ცხოვრებასა და  წარმატებების მიღწევაში!

 

ედიშერი ჯობავა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

August 3, 2017

კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ეროვნული გვარდიის გუნდები მონაწილეობენ. 
ტურნირის გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
2 აგვისტო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა - ხონის მეორე ქვეითი საარტილერიო ბრიგადა-18 00 სთ;
3 აგვისტო ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადა - შავღელე- 18:00 სთ;
4 აგვისტო საგვიჩიო- ახალსოფელი -18:00 სთ;
5 აგვისტო სენაკის მეათე კადრირებული ბრიგადა (გვარდია)- ჭალადიდი-18:00 სთ;
6 აგვისტო II წყვილის გამარჯვებული - III წყვილის გამარჯვებული-18:00 სთ;
7 აგვისტო I წყვილის გამარჯვებული- IV წყვილის გამარჯვებული-18:00 სთ.

9 აგვისტო 
1. მატჩი მესამე ადგილისათვის -16:30 სთ;
2. ფინალი -18:00 სთ.

July 31, 2017

საკრებულოს სხდომა (EN)

31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.
დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთი 116.7 ათასი ლარი და ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული 140,3 ათასი ლარი სულ 257,0 ათასი ლარი მიიმართა შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: „პრიორიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ასიგნებებზე“ 222,0 ათასი ლარი, პრიორიტეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ ასიგნებებზე 35,0 ათასი ლარი. საკრებულოზე ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის იანვარ-ივნისის თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული. 
რაც შეეხება „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტებს ცვლილებები განხორციელდა საკრებულოს ნორმატიული აქტების სამართლებრივი ზედამხედველობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, რომლის თანახმადაც გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა, დადგენილებით განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სახელფასო სარგოები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By