• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

March 3, 2017

დედის დღე მიულოცეს (EN)

3 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 109 წლის ქალბატონს, თამარ ჯალაღონიას და ხობის ჰოსპიტალში, ახალშობილთა დედებს, დედის დღე მიულოცეს, ყვავილები და საჩუქრები გადასცეს.

March 3, 2017

გილოცავთ დედის დღეს (EN)

3 მარტი დედის დღეა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ამ დღეს ყველა დედებო და მომავალო დედებო.
დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ დედის დღე საქართველოში საერთაშორისო ქალთა დღეს - 8 მარტს შეცვლიდა, თუმცა დღემდე საქართველოში ორივე დღესასწაული აღინიშნება.

March 2, 2017

პეტიცია საკრებულოში (EN)

2017 წლის 22 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ის პეტიცია:

1. თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის სამი კილომეტრის მონაკვეთზე (ცენტრალურ საავტომობილო გზამდე მონაკვეთი) არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

2. პირველი მაისისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში სანაგვე ურნების განთავსება და ნარჩენების გატანა;

3. ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა;

4. გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ პირველი გურიფულის ცენტრიდან სოფელ მეორე გურიფულთან დამაკავშირებელ ხიდამდე საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.

February 27, 2017

საკრებულოს სხდომა (EN)

27 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს წევრის, ჯემალ ნადარაიას ხსოვნას. 
დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-დეკემბრის თვის შესრულების ანგარიში. რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ საშემოსავლო ნაწილში 13861,7 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 14633,4 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის საგასავლო ნაწილი იანვარ-დეკემბრის თვის შესრულების მიხედვით ათვისებულია 91,6% (გეგმა 14633,4 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება 13404,2 ათასი ლარი). საკრებულოს წევრების მიერ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შეფასდა დამაკმაყოფილებლად. 
 სხდომაზე მორიგ საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ რომლის მიხედვითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა რაც 2016 წელს იყო განსაზღვრული და გამოიყურება ასე: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, ჭალადიდის ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის შენობაში მე-2 სართულზე არსებული ფართის გაიჯარება ხორციელდება აუქციონის წესით. საკრებულოს გადაწყვეტილებით გამგებელს მიეცა ასევე თანხმობა ქ. ხობში სტალინის ქ. N6-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული ფართი უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცეს შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას“. სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც შემუშავდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის ნიმუშები.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივით მოწვეულ სტუმრებს: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო -ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსს ანგული მიქავას, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხობის სერვისცენტრის უფროსს შალვა კაკაბაძეს და შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ს დირექტორს გიორგი თათარიშვილს მიეცათ შესაძლებლობა საკრებულოს წევრებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დაქვემდებარებული დაწესებულებების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, დეპუტატების მხრიდან დაისვა შეკითხვები მათთვის საინტერესო პრობლემურ საკითხებზე, რაზედაც ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია მიიღეს კომპეტენტური პირებისგან.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

February 27, 2017

ფრაქციის სხდომა (EN)

27 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" სხდომა.

February 27, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება 2017 წლის 27 თებერვალს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ“ ანგარიშის მოსმენა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - საფინანსო სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის 
კომისიის თავმჯდომარე);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

4. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

5. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N19 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

7. სხვადასხვა.

February 27, 2017

ბიუროს სხდომა (EN)

27 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლ. ცატავას 2017 წლის 15 თებერვლის N9/08 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის 
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 23 თებერვლის N05/625 და 2017 წლის 24 თებერვლის N05/642 წერილების განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N19 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე).

February 24, 2017

საბჭოთა ოკუპაციის დღე (EN)

24 თებერვალს თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ოკუპაციის პერიოდის ამსახველი ფოტო მასალა გამოიფინა. ბიბლიოთეკის თანამშრომლების ორგანიზებით დღის ბოლოს, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან 1921 წლის ოკუპაციის შესახებ შემეცნებითი ხასიათის საუბრები გაიმართა.

February 24, 2017

დეპუტატი სოფელ ზენში გზის სარეაბილიტაციო სამუშაობის მიმდინარეობას გაეცნო (EN)

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სოფელ ზენში, პროექტის ფარგლებში 3300 მეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა: წყალსაწრეტი არხები, ბეტონის ბორდიურები, მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და განხორციელდება ორი ხიდის რეაბილიტაცია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 859141 ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

February 24, 2017

განრიდება და მედიაცია არასრულწლოვანებში (EN)

ქ. ხობის N2 საჯარო სკოლაში ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ალექსანდრე კოდუა საზოგადოებრივი პროექტის ფარგლებში მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა. პროკურორმა ლექცია ჩაატარა თემაზე „განრიდება და მედიაცია არასრულწლოვანებში“. 
აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია არასრულწლოვანს მისცეს ერთი შანსი და ხელი შეუწყოს მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთანავე, პროგრამა ემსახურება დაზარალებულების კმაყოფილების დონის გაზრდასა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის ღონისძიებებში მათ ჩართვას.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ფოთის რაიონული პროკურატურა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად განახორციელებს.

February 24, 2017

ხობში სამაცივრე კომპლექსი შენდება (EN)

შპს "ახალი ხილის" მიერ ხობში სამაცივრე კომპლექსი შენდება. მშენებლობა გ.ჭყონდიდელის ქუჩაზე 2016 წლის მიწურულს დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ბიუროს უფროსმა პლატონ (პაატა) ბერაიამ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მიმდინარე სამშენებლო სამუშაო დაათვალიერეს.

February 24, 2017

დეპუტატი სტადიონზე მიმდინარე სამუშაოს გაეცნო (EN)

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან და გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად, ხობის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟების სამუშაოს გაეცნო. ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 445 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა სპორტსმენთა და მწვრთნელთათვის, მოწესრიგდება წყლის მომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის სისტემა. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს.

February 20, 2017

საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის შეხვედრა (EN)

20 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა საკრებულოს წევრებთან, ხობის მაჟორიტარი ბიუროს უფროსთან და მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფებთან. შეხვედრას მოწვევით ესწრებოდა ასოციაია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის პროექტის "სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარება სამეგრელოში" პროექტის კოორდინატორი თეა ანჩაბაძე. პროექტი ფინანასდება გაიეროს განვითარების პროგრამის მიერ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის მოქმედ პროგრამებზე და პროექტებზე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა მელიორაციის კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე. საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის განმარტებით თითოეული მონაწილის მოსაზრება და წინადადებები გათვალისწინებული იქნება მომავალში დაგეგმილი პროექტების შედგენისას, რომელიც მოსახლეობის ყველა კატეგორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

February 17, 2017

ხობში გზები ინტენსიურად იწმინდება (EN)

17 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, თოვლის საფარის სიღრმემ 25-30 სანტიმეტრს მიაღწია. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, თოვლისგან დილიდანვე გაიწმინდა ცენტრალური გზა და ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის, ხობი - საჯიჯაოს მონაკვეთი. ამდროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს საჯიჯაო - ახალი ხიბულა - ძველი ხიბულის საავტომობილო გზაზე.

February 16, 2017

დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დასრულდა (EN)

16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის მეცხრე გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხობის „ჭყონდიდელი“ დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილი ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების დასკვნით ნაწილს დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By