• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ივნისი 28, 2017

სამეგრელოს რეგიონში გრანტი 70 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად და განსავითარებლად სამეგრელოს რეგიონში 70 დევნილს გრანტი გადასცა. მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, შშმპ-ს ბესიკ ხუნწარიას, რომელმაც გრანტის საშუალებით, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო აამუშავა და 10 ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა. დაფნის გადამუშავებისა და რეალიზაციის პარალელურად მან პროგრამის ფარგლებში მაღაზია და თონე გახსნა.
აღნიშნული საწარმო ადგილზე დაათვალიერეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საგრანტო პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.
ივნისი 23, 2017

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება

23 ივნისს, ქალაქ ხობში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა, სადაც აბსოლუტური ჩემპიონი 100 მეტრზე რბენაში ბექა ბუკია გახდა. ღონისძიებაში მონაწილე ყველა ახალგაზრდას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სიგელები და მაისურები გადაეცათ. ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანი - ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საზოგადოების ფართო მასების ჩაბმაა.

 
ივნისი 23, 2017

ორი ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე ორი ადმინისტრაციული ერთეულის ჭალადიდი-შუა ხორგის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრი იქნება. 
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 677 ათას ლარს შეადგენს და მას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.
სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში მოძრაობის გადართვა გათვალისწინებულია სპეციალურად მოწყობილ დროებით გზაზე, დროებითი სახიდე გადასასვლელით.

ივნისი 22, 2017

ნოჯიხევში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, სოფელ ნოჯიხევში 500 მეტრ მანძილზე ხორციელდება ამორტიზირებული მილების შეცვლა, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტთა რაოდენობა გაიზრდება და მოსახლეობა სასმელ წყალს ჩვეულ რეჟიმში მიიღებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა.

ივნისი 21, 2017

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

21 ივნისს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, ქალთა და მამაკაცთა შორის. 
სპორტული ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დაძაბულ თამაშებში ქალბატონებში გამარჯვება მოიპოვა პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა მარინა ლაგვილავამ, ხოლო მამაკაცთა შორის პირველი ადგილი დაიკავა დავით აკობიამ.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

ივნისი 19, 2017

ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში

19 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე, დასრულდა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში. 
ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის საფეხბურთო გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ჭალადიდის გუნდი დაამარცხა.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ივნისი 19, 2017

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

19 ივნისს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სპორტული ღონისძიების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 20 ივნისს გაიმართება. 
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

ივნისი 18, 2017

მინისტრი ხობში სტიქიის შედეგად არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან, გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და გამგებლის პირველ მოადგილესთან ვარაზ გაბედავასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, სადაც უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხობის წყალმა დაანგრია ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 150 მეტრიანი საფეხმავლო ბონდის ხიდი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.

ივნისი 16, 2017

აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში

16 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა, ღვაწლმოსილი პედაგოგის, აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სასპორტო სკოლის შიდასასკოლო ტურნირი ჭადრაკში 7, 8, 10, 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის. ტურნირში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.
7 წლამდე ბიჭებს შორის : ლექსო სიჭინავა I ადგილი; ნიკოლოზ ბუკია II ადგილი.
8 წლამდე ბიჭებს შორის: ალექსანდრე არჩაია I ადგილი; გიორგი ჩარგაზია II ადგილი; გაგა ცქირია III ადგილი.
8 წლამდე გოგონებს შორის: ანასტასია შარაბიძე I ადგილი.
10 წლამდე ბიჭებს შორის: სანდრო დოლბაია I ადგილი; ლევან მირცხულავა IIადგილი. 
10 წლამდე გოგონებს შორის: ნინო დოლბაია I ადგილი; ანანო ცხადაია II ადგილი; თამარ პაპავა III ადგილი.
12 წლამდე ზევით გოგონებს შორის ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა: ლიკა ჭანტურია.
12 წლამდე ზევით ბიჭებს შორის ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა: გიორგი ლატარია.
გამარჯვებულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სპორტული ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი ბორის (ბეჟან) ბერაია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.

ივნისი 15, 2017

მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მორიგი შეხვედრა ხეთაში

15 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან, გამგებლის პირველ მოადგილესთან ვარაზ გაბედავასთან და საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან ტარიელ ალექსანდრიასთან ერთად, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მოსახლეობისგან მოისმინა სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათთან ერთად განიხილა მათი გადაჭრის გზები.

ივნისი 15, 2017

ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესში

ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ ხობში განთავსდა შესაბამისი საგზაო ნიშნები:  ცოტნე დადიანის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩაზე შესვლა აკრძალულია;  ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბერიას ქუჩაზე შესვლა ნებადართულია;  ქალაქ ხობის ქუჩებზე დაწესებული ახალი რეგულაციების შესახებ სრული ინფორმაცია:  1)„ 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩისა და ცოტნე დადიანის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“;  2) ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთამდე - საგზაო ნიშანი „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“;  3) ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთამდე - საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“;  4) სტალინის ქუჩაზე სტალინის ქუჩისა და ბერიას ქუჩების გადაკვეთამდე - საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“;  5) ბერიას ქუჩაზე, ბერიასა და სტალინის ქუჩების კვეთაზე თი-ბი-სი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე - საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“;  6) ბერიასა და სტალინის ქუჩების კვეთაზე ბერიას ქუჩის მხრიდან - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  7) 9 აპრილის ქუჩქაზე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“;  8) 9 აპრილის ქუჩაზე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  9) ბერიას ქუჩაზე ყოფილი უნივერმაღის შენობის უკან ტაქსების გამოსასვლელთან - საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“;  10) ბერიას ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან - საგზაო ნიშანი „ცალმხრივიმოძრაობიანი გზა“;  11) ბერიას ქუჩაზე ბერიასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“;  12) თამარ მეფის სანაპიროს დასაწყისში (პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - საგზაო ნიშანი „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა- 5 ტონაზე ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია“;  13) გოგებაშვილისა და თამარ მეფის სანაპიროს გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა - 5 ტონაზე ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია“;  14) ქ. ხობის №2 საჯარო სკოლის წინ, ქუჩის ორივე მხარეს - საგზაო ნიშანი „დგომა აკრძალულია“;  15) ჭყონდიდელისა და თ. ქაჯაიას ქუჩების გადაკვეთაზე ჭყონდიდელის ქუჩის ორივე მხრიდან - საგზაო ნიშანი „სდექ, გაუჩერებლად გასვლა აკრძალულია“;  16) მშვიდობის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და მშვიდობის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  17) ვეკუას ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და ვეკუას ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  18) ი. გოგებაშვილის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და ი. გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა;  19) შ. რუსთაველის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და შ. რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  20) სტალინის ქუჩის მე-2 შესახვევში, ცოტნე დადიანისა და სტალინის ქუჩის მე-2 შესახვევის გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  21) სპორტის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და სპორტის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  22) ცონტე დადიანის ქუჩაზე, ხობის რაიონული პოლიციის წინ - საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“;  23) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილის და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  24) ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე, ვაჟა ფშაველასა და ბერიას ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  25) თავისუფლების ქუჩაზე, თავისუფლებისა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  26) სულხან საბას ქუჩაზე, სულხან საბასა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;  27) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილისა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ ;  28) თამარ მეფის სანაპიროზე, ცოტნე დადიანისა და თამარ მეფის სანაპიროს გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“.

ივნისი 14, 2017

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარე პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილზე გაეცნენ.

ივნისი 13, 2017

მდინარე ხობის წყლის ადიდებამ ბონდის ხიდი დააზიანა

ხობის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარე ხობის წყლის და ღელეების ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დააზიანა ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ბონდის ხიდი.
ასევე ქ. ხობის აკაკი შანიძის ქუჩაზე მწყობრიდან არის გამოსული რკინიგზის გასასვლელის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.
საკრებულოს თავმჯდომარის ე. ჯობავას განცხადებით ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.

ივნისი 8, 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

8 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, ცვლილებების თანახმად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ობიექტების ნუსხას დაემატა კიდევ ორი ობიექტი: შუა ხორგის, ქარიატისა და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის ქსელის მოწყობისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრში სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები. აღნიშნული საკითხი საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ივნისი 8, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2017 წლის 8 ივნისს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 7 ივნისის N06/2147 წერილის განხილვა (განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
 ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

  • <<
  • <
  • ...
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By