• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

დეკემბერი 22, 2016

ქ. ხობში ახალი საგზაო ნიშნები ამოქმედდა

ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნა შემდეგი საგზაო ნიშნები: 
ა) ჭყონდიდელის ქუჩა N3-თან სატვირთო მანქანების მოძრაობა 8 ტ ზემოთ აკრძალულია.
ბ) ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელთან მოძრაობა აკრძალულია ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან. 
გ) ბერიას ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების მარცხენა მხარეს (ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ) დგომა აკრძალულია.
დ) 9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ე) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ცალმხრივი მოძრაობის დასასრული .
ვ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
ზ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე 9 აპრილის ქუჩის ორივე მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
თ) ბერიას ქუჩაზე სტალინის ქუჩის გადაკვეთასთან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ი) სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
კ) სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩის მხრიდან 
საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
ლ) თენგიზ ქაჯაიასა და ჭყონდიდელის ქუჩების გადაკვეთაზე, ჭყონდიდელის ქუჩის მხრიდან „დაუთმე გზა“ .
მ) თამარ მეფის სანაპიროზე გორგასლის ქუჩის მხრიდან „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ .
ნ) ყაზბეგის ქუჩისა და სოხუმის გზატკეცილის გადაკვეთაზე, ყაზბეგის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ . 
ო) კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი ,,მთავარი გზის მიმართულება’’, აღმაშენებლის მხრიდან - 1 ცალი;
პ) კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან ფოთის მიმართულებით განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
ჟ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ . 
რ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“.

დეკემბერი 21, 2016

ხობში ახალგაზრდული ეკო-ვიქტორინა ჩატარდა

21 დეკემბერს ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „World Vision საქართველო ევროკომისიის“ მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფების ინიციატივით პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ ფარგლებში, ეკო-ვიქტორინა ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების დონის ამაღლება და წინა საახალწლოდ ნაძვისხეების მოჭრის წინაააღმდეგ კამპანიაში ჩართვა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა პროექტის პარტნიორი საჯარო სკოლები ხობისა და ზუგდიდის მუნციპალიტეტებიდან. თითოეული სკოლის გუნდი 5 წევრისგან შედგებოდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო VIII-XII კლასის თითო მოსწავლით. პროექტში, რომლის მიზანი ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობაა სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის გზით, ჩართულია 13 მუნიციპალიტეტის 60 სოფელი. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დეკემბერი 21, 2016

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა

2016 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში შემოსული განცხადებების შესახებ. კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით შემოსულია 19 პირის 23 განაცხადი, მათ შორის: გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე - 14, საკრებულოს აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე - 9. შემოსული განცხადებებიდან დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს 13 კანდიდატის 16 განაცხადი, რომელთაც კონკურსების პირველი ეტაპი გადალახეს. კანდიდატებს, რომელთაც ვერ გადალახეს კონკურსების პირველი ეტაპი, 23 დეკემბრის 18:00 საათამდე მიეცათ შესაძლებლობა, მიმართონ საპრეტენზიო კომისიას. საჯარო კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება 2017 წლის 26 დეკემბერს. დაინტერესებულ პირს, საჯარო კონკურსების პირველი ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეუძლა იხილოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდების საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართებზე: გამგეობა: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=2538&slave=2537&lang= საკრებულო: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2016-tseli/dekemberi/shedegebi/i-etapi#.WFrJO7lQHD4

დეკემბერი 20, 2016

ტურნირი ძიუდოში

18 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა ნუკრი შამუგიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში, სადაც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭიდაობა-ძიუდოს ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი მ. მორგოშია).
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს: 
ირაკლი ლეფსაია - მძიმე წონა II ადგილი;
გიორგი ზარანდია - 42კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ჯამბულ საპანაძე - 46 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ნიკა კვირკველია - 30 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
საბა სიჭინავა - 27 კგ წონითი კატეგორია III ადგილი. 
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები მედლებით, დიპლომებითა და თასებით დააჯილდოვეს.

დეკემბერი 20, 2016

ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობა კრივში

16-18 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობა კრივში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი ე. თოდუა).
ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიებში I ადგილის მლობელები გახდნენ: რევაზ ჩხეიძე, დიმა შეროზია, დემურ ქაჯაია და გიორგი ახალაია. ხოლო თემურ ქვარცხავას მეორე საპრიზო ადგილი ერგო.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული ნორჩი სპორტსმენები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

დეკემბერი 19, 2016

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს

დეკემბერი 15, 2016

საჯარო განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში

15 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო განხილვა ჩატარდა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპატრამენტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაგეგმილ საქმიანობაზე, ქვესადგური „ხორგა 220“-ში 220კვ პორტალზე „პალიასტომი 2“-ის შეჭრა-გამოსვლისთვის N235-N245 საყდრებს შორის რეკონსტრუქციაზე ისაუბრეს. 
პროექტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს.

დეკემბერი 13, 2016

ანდრია პირველწოდებულის დღეს გილოცავთ

დეკემბერი 9, 2016

მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში

9 დეკემბერს ხობის N1 საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრი ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. 
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სიგელებით.

დეკემბერი 9, 2016

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

9 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: განკარგულების პროექტი „ფრაქცია „სამართლიანობისათვის“ რეგისტრაციის შესახებ“, რომლის თანახმადაც საკრებულოში შეიქმნა ფრაქცია „სამართლიანობისათვის“ ედიშერ წურწუმიას თავმჯდომარეობით. 
მეორე საკითხად განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ბიუჯეტში განხორციელდა მუხლებს შორის სხვადასხვა გადანაწილებები. 
მომდევნო საკითხად ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. გამგეობის განმარტებით საანგარიშო წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული პროექტების განხორციელების პროცესში წარმოიშვა ეკონომია 129406 ათასი ლარი, რომლითაც პროექტის ფარგლებში დამატებით ხორციელდება შემდეგი სამუშაოები: 1. ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიაში დამეწყრილი გზის აღდგენა - 33725 ლარი; 2. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში საცალფეხო ხიდის (ბურჯის გამაგრება) რეაბილიტაცია - 39603 ლარი; 3. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში შიდა სასოფლო (ცემენტო-ბეტონის) გზის მშენებლობა) – 43721,95 ლარი; 4. ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის N2 საბავშვო ბაღის (ეზოს შემოღობვა) კეთილმოწყობა - 12356 ლარი. რაც საკრებულოს მხრიდან დადებითად იქნა გადაწყვეტილი. 
განკარგულების პროექტით „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „ხობის მოამბეს“ ლიკვიდაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ გამგებელს მიეცა თანხმობა შპს-ს ლიკვიდაციის შესახებ. 
საკრებულოს სხდომაზე ბოლო საკითად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განმარტებით იურიდიული პირების შერწყმა განპირობებულია კულტურისა და განათლების ცენტრების ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების ოპტიმიზაციით. ამ განკარგულების თანახმად გამგებლის ბრძანებით დაიწყება განათლებისა და კულტურის ცენტრების რეორგანიზაცია და მათი შერწყმის შედეგად ა(ა)იპ - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოებრივი ცენტრი“.
სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მოკლე კომენტარი გააკეთა საჯარო მოხელეთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებით, კერძოდ ის შეეხო საჯარო მოხელეების სამსახურში დროულ გამოცხადებას და სთხოვა როგორც საკრებულოს აპარატის, ასევე გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელებს მიიღონ სათანადო ზომები რათა არ მოხდეს შრომითი დისციპლინის უგულვებელყოფა. ასევე ისაუბრა ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ გურიფული-ახალსოფლის გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

დეკემბერი 9, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2016 წლის 9 დეკემებრს 11:30 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში. 
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ რეგისტრაციის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა. 
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);

3. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);

4. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „ხობის მოამბეს“ ლიკვიდაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე განხილვა.
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

5. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: რ. შულაია - კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი).

დეკემბერი 9, 2016

ბიუროს სხდომა.

9 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ა. ნაჭყებიას 2016 წლის 22 ნოემბრის N541 განცხადების განხილვა საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომების გაცდენის საპატიოდ ჩათვლის შესახებ); 
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის ე. წურწუმიას 2016 წლის 28 ნოემბრის N546 განცხადების განხილვა (ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ შექმნის თაობაზე); 
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მ. ნაჭყებიას 2016 წლის 5 დეკემბრის N11/3174 წერილის განხილვა („შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მიერ შემოწმებული ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის; ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის; ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის; ადმინისტრაციული სამსახურის; კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიშის“ თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 8 დეკემბრის N03/3264 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №55 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა 
დაცვის კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 8 დეკემბრის N04/3269 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 8 დეკემბრის N06/3274 წერილის განხილვა („სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 8 დეკემბრის N03/3282 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა 
დაცვის კომისიის თავმჯდომარე);

8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 8 დეკემბრის N03/3281 წერილის განხილვა („შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „ხობის მოამბეს“ ლიკვიდაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა 
დაცვის კომისიის თავმჯდომარე).

დეკემბერი 8, 2016

საჯარო კონკურსი ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებენ საჯარო კონკურს გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის განცხადებას: (PDF)
ინფორმაცია კონკურსის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე, „კონკურსის“ ბლოკში, შემდეგ მისამართზე: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2016-tseli/dekemberi

დეკემბერი 7, 2016

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა

7 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა. კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას შეეხებოდა. კომისიამ მოისმინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ბუკიას და საკრებულოს აპარატის უფროსის ლელა შამათავას ინფორმაციები გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ და ამ თანამდებობების კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის ორგანიზებისთვის გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამოცხადებისთვის აუცილებელი ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდება არაუგვიანეს 8 დეკემბრისა, რის შემდგომაც, ვაკანსიები გამოქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).

დეკემბერი 6, 2016

საკრებულოს წევრებმა გაწეული მუშაობის ანგარიშები წარადგინეს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა საკრებულოს წევრებმა გაწეული ერთწლიანი მუშაობის ანგარიში საკუთარ ამომრჩეველს წარუდგინეს. შეხვედრებზე ისაუბრეს ადმინისტრაცილ ერთეულებში გაწეულ და მიმდინარე სამუშაობზე, მოისმინეს მოსახლეობის მოსაზრებები და განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

  • <<
  • <
  • ...
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By