• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

მაისი 7, 2017

გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტერიტორიის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა.

მაისი 7, 2017

მორიგი შეხვედრა ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში

6 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დასახლებაში, მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან, გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავასთან ერთად, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. 
შეხვედრისას პარლამენტის მაჟორიტარმა სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები, მუნიციპალიტეტისთვის საჭირო გამოწვევები და დევნილების დასახლებაში არსებული პრობლემები მოსახლეობასთან ერთად განიხილა.

მაისი 7, 2017

„ხონელობა 2017“

6 მაისს, ხონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ხონელობა 2017“ აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული, შემოქმედებითი და გასართობი ღონისძიებები.
სახალხო დღესასწაულს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.

მაისი 6, 2017

გიორგობა- სადღესასწაულო წირვა ლოცვა ჯაპიშაქრის ტაძარში

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯაპიშაქრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან და ტაძრის მოძღვართან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვა ლოცვას მრევლთან ერთად, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.

მაისი 6, 2017

გილოცავთ გიორგობას!

მაისი 5, 2017

ლადო ასათიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

5 მაისს, ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ლადო ასათიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „სიცოცხლის მეხოტბე“. 
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლადო ასათიანის საუკეთესო ლექსები, ისაუბრეს პოეტის ცხოვრებაზე და მის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე.

მაისი 3, 2017

პეტიცია საკრებულოში

ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოს დასახლების კრების მიერ საკრებულოში წარმოდგენილ იქნა პეტიცია ყანებს შორის შიდა სამელიორაციო არხების ე.წ. "ორნატების" მოწესრიგების თაობაზე.

მაისი 2, 2017

გაზაფხული შემოსულა ლენ...

ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა კონცერტი „გაზაფხული შემოსულა ლენ...". კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის წარმომადგენლებმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა „კოლხეთმა“. გამომსვლელთა მიერ შესრულებულმა ხალხურმა სიმღერებმა, ლიტერატურულმა კომპოზიციამ და საფორტეპიანო ნაწარმოებებმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდა.

მაისი 2, 2017

„ღია კარის“ დღე

2 მაისს, ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა „ღია კარის“ დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლამდელი ასაკის სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელები. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, აღსაზრდელების მშობლებთან ერთად გაეცნო საგაკვეთილო და საკვების მომზადების პროცესს.

მაისი 1, 2017

ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში

28-30 აპრილს, ქალაქ ხაშურის სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა ნიკოლოზ ხვედელიძისა და ვასო ჩოჩიშვილის სახელობის მე-7 რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა. ტურნირზე საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. დავით გვასალია I ადგილი 38 კგ. წონითი კატეგორია
2. ლუკა ხელაია I ადგილი 32 კგ. წონითი კატეგორია
3. გოგა გაბისონია I ადგილი 53 კგ. წონითი კატეგორია
4. მიშიკო ალექსანდრია I ადგილი 35 კგ. წონითი კატეგორია 
5. დავით კილასონია I ადგილი 42 კგ. წონითი კატეგორია
6. ალექსი თირქია III ადგილი 38 კგ. წონითი კატეგორია
7. მალხაზ კვარაცხელია III ადგილი 29 კგ. წონითი კატეგორია
8. ცოტნე ბუკია III ადგილი 32 კგ. წონითი კატეგორია
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ სპორტსმენებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

აპრილი 29, 2017

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეებთან ერთად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯარო სკოლების, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ოცდაორივე ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავდა წინასწარ განსაზღვრული ადგილები. აქციას, რომელშიც სამასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია შეუერთდა. დასუფთავების აქციის პარალელურად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, 100 ერთეული ურნის დადგმის პროცესი მიმდინარეობს, ასევე რამდენიმე დღეა ექსპლუატაციაში შევიდა და სრული დატვირთვით მუშაობს, ორი ახალი ( 7 მ3 და 13 მ3 მოცულობის) ნაგავმზიდი მანქანა. დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში პერიოდულად გაიმართება.

აპრილი 28, 2017

რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი

28 აპრილს მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს, ქალაქ ხობში ჩამოიტანეს. პრესტიჟულ სარაგბო ჯილდოს, სპორტსმენებთან და მწვრთნელ-მასწავლებლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დახვდნენ. საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.

აპრილი 28, 2017

საკრებულოს სხდომა

28 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული განკარგულების პროექტი ფრაქცია „მაჟორიტარების“ შექმნის შესახებ, რომლის თავმჯდომარეც გახდა საკრებულოს წევრი ვასილი კუკავა. 
სხდომაზე შემდეგ საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც განხორციელდა გამგებლის ბრძანებების საფუძველზე მუხლიდან მუხლში გადატანილი ცვლილებებისა და პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის 235.1 ათასი ლარის ბიუჯეტში ასახვა.
სხდომაზე განიხილეს პეტიციის წესით შემოსული საკითხებიც, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მხრიდან დასმული პრობლემების გადაწყვეტას. გამგეობის წინადადების საფუძველზე ამ ეტაპზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: პირველი მაისისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება სანაგვე ურნების განთავსება და ნარჩენების გატანა და ხამისქურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საჯარო სკოლიდან ცენტრალურ საავტომობილო გზამდე გზის მონაკვეთის მოწყობასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურმა წარადგინა 2016 წლის მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრების მხრიდან შეფასდა დამაკმაყოფილებლად.
2016 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, სადაც გამგებელმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკრებულოს მიერ გამგებლის 2016 წლის ანგარიში ერთხმად შეფასდა დადებითად. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

აპრილი 27, 2017

შეხვედრა თემაზე-,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“

27 აპრილს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენელების მონაწილეობით სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა, პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში პეტიციის წესით ინიცირებული საკითხები განიხილეს და პეტიციის წესით ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით პროექტში- ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ერთი წლის განმავლობაში 2 848 მოქალაქე ჩაერთო. 20 მუნიციპალიტეტში 192 შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის განმახორციელებელი კოალიციური გუნდის-დემოკრატიის ინსტიტუტის, ასოციაცია ,,ათინათის,“ საქველმოქმედო ცენტრ ,,თანაზიარის“ და გურიის ,,ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წარმომადგენლები ხვდებოდნენ მოსახლეობას, იკვლევდნენ პრობლემებს და ავლენდნენ აქტიურ მოქალაქეებს. აქტიური მოქალაქეების ინიციატივით ბოლო 1 წლის განმავლობაში აჭარის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინიციატივო ჯგუფმა 90 პეტიცია წარადგინა.

აპრილი 27, 2017

სპორტული ფესტივალი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით ქალაქ ხობში ხორციელდება სპორტული ფესტივალი, სპორტის შემდეგ სახეობებში; ჭადრაკი, საბავშვო ქუჩის კალათბურთი და სპრინტი 60 მეტრზე.
სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოს 12 რეგიონიდან 8 დღით გაემგზავრებიან ანაკლიაში „მომავლის ბანაკში“ , სადაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი.
27 აპრილს, ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს შორის გაიმართა საჭადრაკო ტურნირი, სადაც ფინალურ შეხვედრაში ვაჟებში გამარჯვება მოიპოვა ნიკოლოზ შონიამ, ხოლო გოგონათა შორის სესილი სიჭინავამ.
გამარჯვებულებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროსგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

  • <<
  • <
  • ...
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By