ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით კობა შუბითიძისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ეროვნული გვარდიის გუნდები მონაწილებდნენ.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელთაც ფინალში ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდი, პენალტების სერიაში 4-2 დაამარცხეს.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.