22 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ქარდავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის 831 ლიტრი). შემდგომში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის მიზნით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.