• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

დეკემბერი 28, 2016

კომისიების სხდომები

28 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის სხდომები, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები.

დეკემბერი 27, 2016

საჯარო კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება

2016 წლის 27 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში გაიმართა კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება. საჯარო კონკურსების მეორე ეტაპზე გადასული 13 კანდიდატიდან (16 განაცხადი), გასაუბრებაზე გამოცხადდა 5 კანდიდატი (6 განაცხადი). საჯარო კონკურსების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.

დეკემბერი 27, 2016

საახალწლო საზეიმო-ღონისძიება ხობის N2 საბავშვო ბაღში

27 დეკემბერს ქ. ხობის N2 საბავშვო ბაღში საახალწლო-საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ორიგინალური სცენარით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე. წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო სანახაობა და განასახიერეს ზღაპრის გმირები. ფიფქიებმა და თოვლის ბაბუებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს ზეიმი. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

დეკემბერი 27, 2016

მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევის 20 წლის იუბილე

26 დეკემბერს ქალაქ თბილისში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის დაბადებიდან 60 და ეპისკოპოსად კურთხევიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: ,,საქართველოს ეკლესიის საგანძური - ხობის მონასტრის სიწმინდეები. კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის დარგში, ხობისა და ფოთის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორი გოგიტა ჩიტაია, რომელმაც ხობის მონასტრის სატაძრო დღესასწაულზე, მარიამობა-მარაშინობაზე ისაუბრა. კონფერენციას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია ესწრებოდა.
მეუფე გრიგოლმა 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 1990 წლის 27 მარტს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. 1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს კი შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა, ორი დღის შემდეგ, 23 მარტს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე დღეს, 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად. 1996-2003 წლებში შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო. 2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარეა. 2003 წლის 7 სექტემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მეუფე გრიგოლს იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

დეკემბერი 26, 2016

საახალწლო - საზეიმო ღონისძიება სამუსიკო სკოლაში

26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა საახალწლო-საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. კონცერტზე ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.

დეკემბერი 26, 2016

ხეთაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოქხვამეკარში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომლის ფარგლებშიც დაიგო ბეტონის საფარი, აღნიშნული სამუშაოები კვირის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ღირებულება შეადგენს 1521666 ლარს, სამუშაოებს ახორციელებს შპს „ლევიანი“.

დეკემბერი 23, 2016

ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“

23 დეკემბერს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“ გაიმართა. კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

ინტელექტუალური კონკურსის მუნიციპალური ტურის გამარჯვებული გახდა ქ.ხობის  N2 საჯარო სკოლის გუნდი. გამარჯვებული გუნდი, 20 იანვარს, ქ. ზუგდიდში დაგეგმილ რეგიონალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
კონკურს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები და საჯარო სკოლის პედაგოგები.

ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

დეკემბერი 23, 2016

საახალწლო ღონისძიებათა პროგრამა

26 დეკემბერი - 15.00 სთ - საახალწლო კონცერტი (სამუსიკო სკოლა)
27 დეკემბერი - გამოფენა - (მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი)
27-28 დეკემბერი - 15.00 სთ - ქუთაისის თოჯინების თეატრის საახალწლო სპექტაკლები  (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი)
29 დეკემბერი - საახალწლო შოუ პროგრამა „მრავალ ახალ წელს“ (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი)
30 დეკემბერი

16.00 სთ - საახალწლო თეატრალიზებული მსვლელობა
18.00 სთ - ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი და საახალწლო კონცერტი ანსამბლ „ურსას“ მონაწილეობით (მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი).

დეკემბერი 22, 2016

განათლების ცენტრისათვის ახალი ინვენტარი და ტექნიკა შეიძინეს

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სამუსიკო, კომპიუტერული და სასპორტო სკოლებისთვის შეკვეთილ და შეძენილ იქნა 10 500 ლარის ღირებულების 2 ცალი კომპიუტერი, ვიდეოპროექტორი ეკრანით, პიანინო, საოფისე კარადები, მერხები და სკამები.

დეკემბერი 22, 2016

ქ. ხობში ახალი საგზაო ნიშნები ამოქმედდა

ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნა შემდეგი საგზაო ნიშნები: 
ა) ჭყონდიდელის ქუჩა N3-თან სატვირთო მანქანების მოძრაობა 8 ტ ზემოთ აკრძალულია.
ბ) ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელთან მოძრაობა აკრძალულია ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან. 
გ) ბერიას ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების მარცხენა მხარეს (ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ) დგომა აკრძალულია.
დ) 9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ე) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ცალმხრივი მოძრაობის დასასრული .
ვ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
ზ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე 9 აპრილის ქუჩის ორივე მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
თ) ბერიას ქუჩაზე სტალინის ქუჩის გადაკვეთასთან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ი) სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
კ) სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩის მხრიდან 
საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
ლ) თენგიზ ქაჯაიასა და ჭყონდიდელის ქუჩების გადაკვეთაზე, ჭყონდიდელის ქუჩის მხრიდან „დაუთმე გზა“ .
მ) თამარ მეფის სანაპიროზე გორგასლის ქუჩის მხრიდან „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ .
ნ) ყაზბეგის ქუჩისა და სოხუმის გზატკეცილის გადაკვეთაზე, ყაზბეგის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ . 
ო) კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი ,,მთავარი გზის მიმართულება’’, აღმაშენებლის მხრიდან - 1 ცალი;
პ) კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან ფოთის მიმართულებით განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
ჟ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ . 
რ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“.

დეკემბერი 21, 2016

ხობში ახალგაზრდული ეკო-ვიქტორინა ჩატარდა

21 დეკემბერს ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „World Vision საქართველო ევროკომისიის“ მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფების ინიციატივით პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ ფარგლებში, ეკო-ვიქტორინა ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების დონის ამაღლება და წინა საახალწლოდ ნაძვისხეების მოჭრის წინაააღმდეგ კამპანიაში ჩართვა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა პროექტის პარტნიორი საჯარო სკოლები ხობისა და ზუგდიდის მუნციპალიტეტებიდან. თითოეული სკოლის გუნდი 5 წევრისგან შედგებოდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო VIII-XII კლასის თითო მოსწავლით. პროექტში, რომლის მიზანი ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობაა სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის გზით, ჩართულია 13 მუნიციპალიტეტის 60 სოფელი. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დეკემბერი 21, 2016

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა

2016 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში შემოსული განცხადებების შესახებ. კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით შემოსულია 19 პირის 23 განაცხადი, მათ შორის: გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე - 14, საკრებულოს აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე - 9. შემოსული განცხადებებიდან დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს 13 კანდიდატის 16 განაცხადი, რომელთაც კონკურსების პირველი ეტაპი გადალახეს. კანდიდატებს, რომელთაც ვერ გადალახეს კონკურსების პირველი ეტაპი, 23 დეკემბრის 18:00 საათამდე მიეცათ შესაძლებლობა, მიმართონ საპრეტენზიო კომისიას. საჯარო კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება 2017 წლის 26 დეკემბერს. დაინტერესებულ პირს, საჯარო კონკურსების პირველი ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეუძლა იხილოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდების საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართებზე: გამგეობა: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=2538&slave=2537&lang= საკრებულო: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2016-tseli/dekemberi/shedegebi/i-etapi#.WFrJO7lQHD4

დეკემბერი 20, 2016

ტურნირი ძიუდოში

18 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა ნუკრი შამუგიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში, სადაც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭიდაობა-ძიუდოს ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი მ. მორგოშია).
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს: 
ირაკლი ლეფსაია - მძიმე წონა II ადგილი;
გიორგი ზარანდია - 42კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ჯამბულ საპანაძე - 46 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ნიკა კვირკველია - 30 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
საბა სიჭინავა - 27 კგ წონითი კატეგორია III ადგილი. 
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები მედლებით, დიპლომებითა და თასებით დააჯილდოვეს.

დეკემბერი 20, 2016

ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობა კრივში

16-18 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობა კრივში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი ე. თოდუა).
ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიებში I ადგილის მლობელები გახდნენ: რევაზ ჩხეიძე, დიმა შეროზია, დემურ ქაჯაია და გიორგი ახალაია. ხოლო თემურ ქვარცხავას მეორე საპრიზო ადგილი ერგო.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული ნორჩი სპორტსმენები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

დეკემბერი 19, 2016

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს

  • <<
  • <
  • ...
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By