გურჯაანის სპორტ-კომპლექსში მიმდინარეობს ჭაბუკთა (schoolboy) შორის საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრების პირველ დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 10 წონითი კატეგორიის ფალავნებმა გამოავლინეს ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა: დავით გვასალია (35 კგ. წონითი კატეგორია) – I ადგილი, კოტე სიჭინავა (73 კგ. წონითი კატეგორია) - I ადგილი, გიორგი აგუმავა (47 კგ. წონითი კატეგორია ) - I I I ადგილი. გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ სპორტცმენებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.